ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№16

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

გადაამოწმეთ ინფორმაცია. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია სამშენებლო-სამღებრო საქმიანობა, ვარჯიშების ჩატარება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კონფლიქტური დღეა. მოერიდეთ კონფლიქტს. გამახვილდება ინტუიცია. კარგია სარემონტო სამუშაოები, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება, მინერალებით ვაჭრობა, ტექნიკასთან ურთიერთობა. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

იყავით ფრთხილი, რომ არ მოტყუვდეთ. გაძლიერდება ინტუიცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას, საიდუმლო სასიყვარულო შეხვედრებს. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, უცხოელებთან კონტაქტი, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება. ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ კამათს, სესხის აღებას, საიდუმლო საქმეებს. კარგია კონტრაქტის დადება, მოგზაურობა, ქორწინება. ატარეთ იისფერი ,ზღვის ტალღისფერი, მწვანე, ფირუზისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, ლიმფური და ნერვული სისტემა, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტუირ დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, თმის შეჭრა. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ გადაღლას, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას, კაპიტალდაბანდებას. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სარდიონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა. რთული დღეა. იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დღე მშვიდად განვლეთ. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება გასესხებას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბეჟი, თეთრი, მწვანე, ცისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, გიშერი, მალაქიტი, ონიქსი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა