ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№12

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 24.03

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოუსმინეთ ინტუიციას. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირები, გაცვლითი ოპერაციები, ქორწინება. კარგია უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი ,აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, თვალები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

კარგია კონტაქტები, სახლის მშენებლობა, ადგილამყოფელის შეცვლა, დიეტის დაწყება. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, ვაჭრობა, ტექნიკის შეძენა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, ცირკონი, საფირონი, ძოწი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ რისკს, სულსწრაფობას, ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო ან ალექსანდრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მაღალია ცდუნების ალბათობა. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ლურჯი, ფირუზისფერი, იისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი ,ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, თვალები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა-მძიმე ენერგიების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ფრთხილი. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხები და ახალი საქმე. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, სესხება-გასესხებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, აქატი, იაგუნდი ან წითელი იასპი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მაღალია გაუგებრობის ალბათობა. განვლეთ დღე მშვიდად. ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ქორწინებას, კაპიტალდაბანდებას, წესების დარღვევას. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა