ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№41

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, ახალი კონტაქტები, მოგზაურობა, ტურისტული ლაშქრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი ან ლალი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, საწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა, მეგობრული კონტაქტები. მოერიდეთ მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლალი, საფირონი, ლაზურიტი ან ქარვა. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზდებისთვის

ოთხშაბათი

მეტი იმოძრავეთ. მოერიდეთ ქორწინებას, ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. კარგია მასაჟი. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ონიქსი, აქატი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ძვლები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალ კავშირებს, ფინანსურ ოპერაციებს, გაცვლით ოპერაციებს, ქორწინებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ქრიზოპრაზი, ონიქსი, მალაქიტი ,აქატი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მაღალია ცდუნების ალბათობა. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ვაჭრობას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ექიმთან ვიზიტი. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე, ვერცხლისფერი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი ,საფირონი, აკვამარინი ან ცირკონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ძვლები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, თვალები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, კარგია დიეტის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

დაძაბული და ავარიული დღეა. იყავით ფრთხილი. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, ზედმეტი საუბარი. კარგია უძრავი ქონებით ვაჭრობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, დიეტის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტურებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა