ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№33

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 19.08

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა, დაძაბული დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ცისფერი, ვერცხლისფერი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, თვალები, ვენები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის ,ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

ტრავმულ-ავარიული დღეა, იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

ყურადღება მიაქციეთ მოვლენათა განვითარებას. კარგია რომანტიკული შეხვედრები, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. ატარეთ იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი ,ქვებიდან კი მარგალიტი ,ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

იყავით ყურადღებით, მოერიდეთ ინტრიგებს. არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. კარგია მგზავრობა, ტექნიკასთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, იასპი ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწრებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. არ გადაიღალოთ. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციებს, ქორწინებას, ფინანსურ ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, ხელშეკრულების დადებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან ბრილიანტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, კბილები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

აქტიურად მოქმედების დღეა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ქორწინება, საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მგზავრობა. ატარეთ ლიმონისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებას და რისკს. კარგია ახალი ნაცნობობა, ქორწინება, მგზავრობა, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა