ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დარღვეული ბიოველი შთამომავლობით გადადის შვილებსა და შვილიშვილებზე

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ყველა ადამიანს სხეულის გარშემო უხილავი, დამცავი გარსი აკრავს, ანუ, ეგრეთ წოდებული, ენერგოინფორმაციული ველი. ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება, თვალით უხილავია და ადამიანს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან იცავს. სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამ ადამიანების ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია.

ზოგადად, აურა ადამიანის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს. ბიოველი კი, იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ადამიანის სხეულის გარშემო. ელექტრომაგნიტურ ველში მოხვედრილი ადამიანის სხეული ნათებას იწყებს, მიცვალებულის სხეული კი ელექტრომაგნიტურ ველში არ ანათებს. ასე რომ, აურის წარმოქმნაში, ბიოენერგიასთან ერთად, სულიც იღებს მონაწილეობას.

ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ადამიანის ბიოველს, ის იცვლება ადამიანის განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს. სწორედ ამ ფერების მიხედვით შეგვიძლია, შევიტყოთ, რას განიცდის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში. აურის დანახვა ექსტრასენსს ზემგრძნობიარე თვალის საშუალებით შეუძლია და, თუ ის ამბობს, რომ ყავისფერ ან ნაცრისფერ აურას ხედავს, ესე იგი, ადამიანი მძიმედაა ავად და მას განსაცდელი ელის. ასევე, შესაბამის სპეციალისტს შეუძლია, თავისი ძალებით ჩაერიოს და აურის კორექცია მოახდინოს. ამის შემდეგ კი ადამიანისთვის სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება. ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დარღვეული ბიოველი შთამომავლობით გადადის შვილებსა და შვილიშვილებზე. ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, ანუ იღებს თვალს და დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.

დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად, რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და ასე შემდეგ ადამიანებს ენერგეტიკულად აძლიერებს, ხოლო უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს თვალავს.

ჯადო სხვა არაფერია, თუ არა ენერგეტიკული ჩარევა ადამიანის აურაზე. ეს მის ენერგეტიკას ანგრევს, აღწევს ბიოველში, აზიანებს აურას და საბოლოო ჯამში, ადამიანსაც ანადგურებს. საგრძნობლად ასუსტებს ჩვენს აურას მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვადასხვა ტექნიკა. ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, დროდადრო უნდა გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა. ეს მარტივია: მილეული მთვარის პერიოდში, ღამით გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას შემოჰყვება კოსმოსიდან მილეული მთვარის ენერგეტიკა, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს.

რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და დეფორმირდეს. ამისთვის გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი, იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა