ჰოროსკოპი და შეუცნობელი

არის თუ არა დაკავშირებული ადამიანის დაბადების დრო სექსუალურ ცხოვრებასთან

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.09, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ყველას სურს, გაიგოს, რა ელის მას მომავალში, მით უმეტეს, თუ ეს მის პირად, სასიყვარულო ცხოვრებასა და ურთიერთობებს ეხება. ინტიმური ცხოვრება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეცაა დამოკიდებული, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ესა თუ ის ადამიანი დაბადებული. ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა საინტერესო, რათა სწორად შეაფასონ სასურველი ქალის სექსუალურობის დონე.

* ვერძი ქალბატონები გამოირჩევიან სიჯიუტით, მამაკაცებთან ურთიერთობისას კი უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან, ეს კი მათი სტიმულია ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს სექსუალური თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ მამაკაცზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ;

* კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მგრძნობიარეები, თუმცა, ცოტა პრეტენზიულები და მომთხოვნებიც არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი თანხა დაახარჯვინონ თავის სასიყვარულო პარტნიორს. სქესობრივ ცხოვრებაში კი სწორედ ისეთები არიან, როგორი ქალებიც მამაკაცებს მოსწონთ. თუმცა, არ არიან ერთგული საყვარლები და გამუდმებით ეძებენ ახალ რომანებსა და თავგადასავლებს;

* ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობითა და საღი აზროვნებით გამოირჩევიან. შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ მამაკაცი. არ ამბობენ უარს ხანმოკლე რომანებზე და ცდილობენ, იყვნენ დამოკიდებული თავის სექსუალურ პარტნიორზე მანამ, სანამ ისინი მის გვერდით არიან;

* მართალია, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები თავშეკავებული იმიჯით გამოირჩევიან, მაგრამ, ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან სექსუალურ პარტნიორზე. თუ მამაკაცისგან ვერ იგრძნეს ის, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა. თუმცა, საერთო ჯამში, ისინი თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან;

* ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ვიზუალურად მაცდურები არიან, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. არ აძლევენ თავს საშუალებას, ბოლომდე გაიხსნან პარტნიორთან. ზოგადად კი, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სქესობრივ კავშირზე და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ საქმროს;

* ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების გამო, ისინი მამაკაცებს ადვილად ხიბლავენ და მახეშიც აბამენ. ასევე, ისინი ენდობიან რჩეულ მამაკაცს როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თუმცა, არასდროს მისცემენ უფლებას, მათი კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენონ;

* სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით. თუმცა, ისინი სექსუალურ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ ცდილობენ, იმ მამაკაცს დაუკავშირონ ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს;

* მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მიმზიდველები არიან. ისინი ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს სრულიად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. არიან ერთგული პარტნიორები და მამაკაცებს ყოველთვის შეუძლიათ მათი ნდობა;

* მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით. ინტიმის დროს უყვართ ფანტაზიორობა და შეუძლიათ, მაქსიმალურად ტკბობა იმით, რაც იმწუთას მათ თავს ხდება. თუმცა, მათი ნდობა სარისკოა.

* თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ცდილობენ, მიენდონ თავიანთ სასიყვარულო პარტნიორს. არიან მოსიყვარულეები და სექსუალურები. არ გაგიკვირდეთ, თუ ინიციატივას გამოიჩენენ. თუ მამაკაცი მათ ნდობას მოიპოვებს, ესე იგი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩება;

* მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები გამოირჩევიან ხალასი ბუნებით. მათთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრებაში დიდი სტიმულის მომცემია, სექსი კი – მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკულ გარემოში სასურველი მამაკაცის გვერდით ყოფნა და დროსტარება.

* თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეოცნებეები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და ასევე, სექსუალური პარტნიორის არჩევა. თუ მამაკაცმა შეძლო მისი მოხიბვლა, მაშინ ის მას მიენდობა, ყველა სურვილს აუსრულებს და გააღმერთებს. ალბათ, ამის გამო, ისინი ხშირად ღალატის მსხვერპლნი ხდებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა