ჰოროსკოპი და შეუცნობელი

19-25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება შემოქმედებითი მონაცემები. მეტად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და ქმედითუნარიანი გახდებით. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. გაიზრდება მომხიბვლელობა და ვნებიანობა.

კურო ♉

წარმატება გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში. თუ გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტს, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ.

ტყუპები ♊

გაიზრდება იღბლიანობა, ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებით. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. მეტად მომთმენი იყავით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობას.

კირჩხიბი ♋

შეამცირეთ შეხვედრები, გადაადგილებები. არ აჰყვეთ ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს აგრესია, რაც არა ერთ კავშირსა და საქმეს მიაყენებს ზიანს. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, აქტიურ მონაწილეობას ნუ მიიღებთ.

ლომი ♌

კარგი დროა, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. საქორწინო ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით შეძლებთ ოჯახის უზრუნველყოფას და ზედმეტ დანახარჯებისთვის თავის არიდებას.

ქალწული ♍

გაგიჭირდებათ პროფესიული და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. იმუშავეთ ჯგუფურად, რათა გაუმკლავდეთ დასახულ ამოცანებს. პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, დროულად გააკონტროლეთ.

სასწორი ♎

გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა. თავდაჯერებულობას შეგმატებთ პროფესიული წარმატება. საქმეების გამო ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. მოერიდეთ გადამეტებულ ხარჯებს.

მორიელი ♏

თქვენი ენთუზიაზმი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პირად და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა კი, შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა რომანმა.

მშვილდოსანი ♐

დროის მცირე მონაკვეთში ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი, გაგიადვილდებათ ახალი მიზნების დასახვა.

თხის რქა ♑

დინამიური და ენერგიული პერიოდია. თუ რეალისტი იქნებით, საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებსა და წამოწყებებს. მოგზაურობებისგან, სჯობს თავი შეიკავოთ. ნუ დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას უცნობ ადამიანებთან.

მერწყული ♒

შესაძლოა მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც თქვენს კარიერაში და სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება.

თევზები ♓

გაიზრდება თქვენი როლი ახლობლების, ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრებაში. მოგიწევთ ერთდროულად არა ერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შესრულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა