12–18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება უეცრად წარმოქმნილ წინააღმდეგობებს და დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სიახლეებსა და ხშირ შეხვედრებს ხელს შეუშლის საქმეების სიუხვე. მოგზაურობები დადებითად ჩაივლის.
კურო ♉
გაიზრდება კონტაქტები. მეგობრების, ან კოლეგების მეშვეობით გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას.
ტყუპები ♊
თუ თავდაჯერებულად იმოქმედებთ, ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრების განხორციელებას. ადრე დაგეგმილი და ახლა დაწყებული ახალი საქმე მომავალში მომგებიანი აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ.
კირჩხიბი ♋
ახალი იდეების განხორციელებაში ბევრი ადამიანი დაგეხმარებათ. საინტერესო პროექტები და საქმიანი აქტიურობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. არ გადაიღალოთ, რათა შეინარჩუნოთ მყარი ჯანმრთელობა.
ლომი ♌
კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისათვის, ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს. შემოქმედებითი სამუშაო, მოგებას მოგიტანთ.
ქალწული ♍
კარგი დროა ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. კონტაქტები, გადაადგილებები, ახალი ნაცნობობა, გაგიუმჯობესებთ განწყობას და შეგმატებთ ხალისს. პირად ურთიერთობებში კი რეფორმებს ნუ დაიწყებთ.
სასწორი ♎
სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები. პირადი უსიამოვნება კი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს. ენერგიის აღსადგენად ხშირად ისეირნეთ ბუნებაში.
მორიელი ♏
ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.
მშვილდოსანი ♐
ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. მოთმინებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ადვილად დასძლევთ ბარიერებს. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. განცდა და ნერვიულობა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
თხის რქა ♑
ენერგიული და შემოქმედებითი პერიოდია. რისკსა და აზარტულ თამაშებს მოერიდეთ, რადგან ფორტუნამ არ გიმტყუნოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იქნებით იმპულსური და ემოციური.
მერწყული ♒
შესაძლოა სახლთან და ოჯახთან დაკავშირებული ძველი ჩანაფიქრების განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, სჯობს დროულად წახვიდეთ დათმობებზე. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს.
თევზები ♓
ნიჭი და ენერგია მიმართეთ პროფესიული საქმიანობისკენ. ფანტაზიის უნარი, დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანთან. უმჯობესია, პერიოდულად დაისვენოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან