რას ნიშნავს რიცხვი 14 ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით და როგორ უკავშირდება ის ბაგრატიონებს
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.08

ერთი თემის მოკლე მიმოხილვა ჩვენი წიგნიდან: „საოცარი საკრალური ინფორმაციები, მისტიკური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“
წინამდებარე წერილი (ჩვენი ზემოთაღნიშნული წიგნი) სუმბატ დავითის ძის თხზულების...“, მათესა და ლუკას სახარებების, „მოქცევაè ქართლისაèს“, „ქართლის ცხოვრების“ და სხვა წყაროების კვლევის შედეგადაა დაწერილი.
ძველ და ახალ აღთქმაში სიმბოლური დატვირთვა აქვს რიცხვებს: ექვსს, შვიდს, თორმეტს, თოთხმეტს, სამოცდაათს...
ადამის, უფლის მიერ შექმნილი პირველი ადამიანის, მე-20 შთამომავალი იყო აბრაამი. ანუ ის გამოდის შემოქმედის 21-ე შთამომავალი. ეს სამი შვიდიანია 7+7+7.
შვიდი ჰარმონიის, სიწმინდისა და დასრულებულობის ნიშანია ძველი აღთქმისთვის. ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო.
გარდა ამისა, რიცხვი შვიდი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენისთვის. ჰარმონია, ანუ მშვიდობა ქართულში ნაწარმოებია შვიდიდან – მ-შვიდობა.
უძველეს დროში, ძველი აღთქმის მიხედვით, ძველი აღთქმის მამამთავრები ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობა შემცირდა.
... აბრაამის შემდეგ გავიდა 14 თაობა და ღვთის რჩეული ხალხის, ისრაელის, სამეფო ტახტზე ავიდა სწორედ დავით მეფსალმუნე მეფე.
დავით მეფის ტახტზე ასვლა ძალიან დიდ მოვლენად მიიჩნევა ძველი აღთქმის მიმდევარი ხალხისთვის, ისრაელისთვის, რომლებიც აღიარებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობა განსაკუთრებულად დაწინაურებული ხალხების დიდი სულიერი და გონებრივი მიღწევა გახლდათ, საფუძველი სულიერების, კულტურისა და ცივილიზაციური პროგრესის(აც). შემდგომში, ახალი აღთქმის შედეგად, ერთღმერთიანობა მიიღეს ქრისტიანებმა და მერე კი – მაჰმადიანებმა. ქრისტიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დავით მეფე, იესეს ძე, როგორც წინასწარმეტყველი ფსალმუნებით, როგორც ღვთის მადიდებელი ფსალმუნებით, როგორც დამპყრობლებისა და სამშობლოს მტრების, მათ შორის დაუმარცხებელი გოლიათის დამმარცხებელი, როგორც სახელმწიფოებრიობის ჩამომყალიბებელი ისრაელისთვის, ღვთის რჩეული ხალხისთვის, როგორც მეფობის სიბრძნის მატარებელი (თავის მემკვიდრე სოლომონთან ერთად), როგორც მეფე – ხალხზე მზრუნველი და რაც მთავარია, როგორც ხორციელი წინაპარი მისი, ვინც კაცობრიობას მხსნელად უნდა მოვლინებოდა – მესიისა!
14 რიცხვი ყოფილა ისრაელის მეფის, დ ა ვ ი თ ი ს – რომლის შთამომავლების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახშიც იშვა მაცხოვარი – სახელის ასოთა რიცხვული მნიშვნელობის ჯამი.
ამგვარად, 14 ქრისტეს რიცხვიცაა, როგორც „დავითის ძის“, მისი შთამომავლის ოჯახში განკაცებულის. შობის ღამეს სწორედ თოთხმეტქიმიანი ვარსკვლავი უძღოდა მოგვებს ბეთანიისკენ (ან ანგელოზი თოთხმეტქიმიანი ვარსკვლავის სახით). მაცხოვრის შობის ადგილას, ბეთლემში გამოსახულია 14-ქიმიანი ვარსკვლავი. იერუსალიმში კი 14 ადგილია ქრისტესთან დაკავშირებული.
ზოგიერთის აზრით, მაცხოვრის შობისას გამობრწყინებული 14-ქიმიანი ვარსკვლავი ბეთლემის თავზე არის დავითის სამეფო საგვარეულოს ვარსკვლავი.
ამგვარად, რიცხვი 14 ქრისტეს რიცხვად იქცა (ჩვენი აზრით, დავითის შთამომავლების რიცხვად).
ორი შვიდი (14), ჩვენი აზრით, შეიძლება, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სულიერ და ხორციელ სრულყოფილებას ნიშნავს განკაცებული მაცხოვრისას (და ზოგადად, მასთან დაკავშირებულ სიმბოლოს).
ძველი და ახალი აღთქმის მიმდევარი ხალხებისთვის მსოფლიო ისტორია მათი, ერთღმერთიანების, მონოთეისტების ისტორიაა. მართლაც, შემდგომში, ფაქტობრივად, ქრისტიანების სივრცის ისტორია იყო, მსოფლიო ისტორიაც, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებდა სხვა ხალხებზე.
დავითიდან 14 თაობის მერე, ისტორიაში, ძველი და ახალი აღთქმის ხალხებისთვის მოხდა დიდი, სამწუხარო, მაგრამ, განსაკუთრებული მოვლენა, დავით მეფის მერე გავიდა, დაახლოებით, 300 წელი და შეიქნა ებრაელთა ტყვევნა. მათეს სახარება მოგვითხრობს: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყვევნადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ (აქამდე მათეს სახარება იმეორებს ბიბლიას – გ. მ); და ტყუენვითგან ბაბილოვნისაèთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“.
ახალ აღთქმაში თოთხმეტ თაობათა სიმბოლიკა გადმოცემულია ორგვარად: მათეს მიხედვით, ებრაელთა ტყვევნიდან გავიდა 14 თაობა და განკაცდა მაცხოვარი, ანუ, კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ასევე, დიდი (განსაკუთრებული, უდიდესი) მოვლენა – მაცხოვრის განკაცება. სინამდვილეში, ვიცით, რომ ეს მოხდა, დაახლოებით, 600 წლის მერე. ამ „გაუგებრობას“, ანუ სიმბოლიკას პასუხობს ლუკას სახარება, რომლის მიხედვით, ებრაელთა ტყვევნიდან (თუ გადავითვლით) ქრისტეს განკაცებამდე გავიდა 28 თაობა (დაახლოებით 600 წელი).
ეს კარგად გვიხსნის 14 განსაკუთრებული თაობისა და დაახლოებით, 300 წლის მონაკვეთს 14 თაობისთვის. ანუ, ებრაელთა პირველი ტყვევნიდან, დაახლოებით, ორჯერ 300 და ორჯერ 14 თაობა გასულა ქრისტეს შობამდე, ანუ, დაახლოებით, 600 წელი.
თუ გავიხსენებთ ებრაელთა ტყვევნასა და ქრისტეს განკაცების პერიოდს შორის, შუაში, ებრაელთა ტყვევნიდან დაახლოებით 300 წლის მერე და ქრისტეს განკაცებამდე, დაახლოებით, 300 წლით ადრე, ებრაელთა ტყვევნიდან 14 თაობის მერე და ქრისტეს განკაცებამდე 14 თაობით ადრე, კაცობრიობის ისტორიაში იყო დიდი მოვლენა – ალექსანდრე მაკედონელის მიერ დიდი იმპერიის ჩამოყალიბება – ელინისტური ხანის დასაწყისი.
ასე ყველაფერი ლაგდება.
შემდეგ, მაცხოვრის განკაცებიდან, დაახლოებით, 300 წლის მერე, ქრისტეს ამქვეყნიური ბიძის, კლეოპას მე-14 შთამომავლის დროს, კაცობრიობის ისტორიაში მოხდა დიდი მოვლენა – მილანის ედიქტი, რომლიდანაც ქრისტიანობის, როგორც ოფიციალური რელიგიის, ისტორია იწყება და რომლის შემდგომ სხვადასხვა ხალხი ერთღმერთიანობას, მონოთეიზმს, ქრისტიანობას იღებს. მათ შორის ქართველნი. თუმცა, თუ დავაზუსტებთ, ქართველებს ადრე სცოდნიათ ერთი ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ, დავიწყებული ჰქონიათ.
მილანის ედიქტიდან, დაახლოებით, 300 წლის მერე, პალესტინიდან („პილისტიმით“) კავკასიაში მოსულან მართალი იოსების ძმის, კლეოპას 28 შთამომავალნი, ანუ, მილანის ედიქტისას მცხოვრები დავითიანის მე-14 შთამომავლები – შვიდნი (7) ძმანი დავითიანნი და ერთი მათგანი, გვარამი ქართლის ერისმთავრად გამოურჩევიათ, რომლისგანაც მომდინარეობენ ბაგრატიონნი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან