ისტორია

რა გეგმები ჰქონდა თამარ მეფეს

№52

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.01

თამარ მეფე
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

რომის მსოფლიო იმპერია ორად გაიყო – დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. 476 წელს დაეცა რომი და რომის იმპერიამ არსებობა განაგრძო ახალი, მეორე რომის, კონსტანტინოპოლის იმპერიის სახით, რომელსაც ასევე რომეების იმპერია ერქვა, ჩვენ კი ბიზანტიის სახელით ვიცნობთ.

აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ხელში აიღო ყველა ფუნქცია, რასაც საუკუნეების განმავლობაში რომის იმპერია ასრულებდა. მის დედაქალაქს – კონსტანტინოპოლს მეორე რომად მოიხსენიებდნენ. კონსტანტინოპოლი გახდა მსოფლიოს დედაქალაქი, ქრისტიანების მფარველი სახელმწიფოს ცენტრი, ყველაზე კულტურული სივრცის მეტროპოლია, ცივილიზაციის განვითარებისათვის მთავარი ბიძგის მიმცემი. ლათინურენოვანი ახალი რომი შემდგომ ბერძნულენოვანი გახდა. ჩვენი წინაპრები აღნიშნულ იმპერიას, ძირითადად, საბერძნეთად მოიხსენიებდნენ.

1202 გამოცხადდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. ლათინები (ევროპელები, რომის ლათინურენოვანი ეკლესიის მიმდევრები), სხვადასხვა მიზეზების გამო, კონსტანტინოპოლთან ახლოს დაბანაკდნენ. ბიზანტიის დასუსტება ვენეციას ძალიან უნდოდა, რომელიც მისი კონკურენტი იყო შავ ზღვაზე ვაჭრობაში. კონსტანტინოპოლს მადიანი თვალით შესცქეროდნენ ჯვაროსნებიც. 1203 წელს ჰქონდათ კიდეც მცდელობა, აეღოთ კონსტანტინოპოლი, მაგრამ უშედეგოდ. ეს ინფორმაცია ქართველთა ყურამდე მოვიდოდა.

1204 წლისთვის რომის იმპერია საკმაოდ დასუსტებული იყო შიდა დაპირისპირებებით, დინასტიური ბრძოლებით, გარე მტრების მიერ და სხვა ვითარებათა გამო. დედაქალაქთან, კონსტანტინოპოლთან, მდგარი ჯვაროსნები და კონსტანტინეპოლში მყოფი დაქირავებული სამხედროები კონსტანტინოპოლის შიდა პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, რადგან ბიზანტიის სამხედრო ძალა ძლიერი ვეღარ იყო.

ასეთ დროს საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდნენ ბიზანტიის ერთ-ერთი დინასტიის, კომნენოსების მთავარი მემკვიდრე, ალექსი და მისი ძმა, დავითი. ბიზანტიური წყაროებით, ბოლო დროს, თითქოს, საბოლოოდ დადგინდა, რომ ისინი თამარ მეფის დის, რუსუდანის ვაჟები უნდა ყოფილიყვნენ. ქართული წყაროები ამაზე დუმს, თუმცა, შეიძლება, დაკარგულიცაა. ვერ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას, ალბათ, მართალიც უნდა იყოს, რადგან რაც მოხდა შემდგომში, სავარაუდოდ დასტურია, რომ ალექსი და დავით კომნენოსები თამარ მეფის ძალიან ახლო ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ. პრინციპში, კომნენოსები ისედაც ნათესავები იყვნენ ბაგრატიონებისა, თუმცა, მაინც, უფრო ახლო ნათესაობა, თამარის დისწულობა ალექსი და დავით კომნენოსებისა გადამწყვეტი გვგონია შემდეგი მოვლენების განვითარების საქმეში. მაშინ დინასტიური ნათესაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, თამარ მეფისთვის, მისი კეთილშობილური, ადამიანთა და დებისმოყვარე ხასიათიდან გამომდინარე.

1204 წელს კონსტანტინოპოლი ჯვაროსნებმა აიღეს. ბიზანტიის ადგილას ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფო: ცენტრით კონსტანტინოპოლში – ლათინთა იმპერია (ლათინური რომანია. რომანიას უწოდებდნენ ლათინები ბიზანტიას), ცოტა სამხრეთით ნიკეის იმპერია და სხვა ნაკლებადძლიერი სამთავროები. ნიკეის იმპერია საკუთარ თავს აცხადებდა რომეების იმპერიად. ლათინების მიერ დაარსებულ იმპერიასაც ამბიციური იდეოლოგია ჰქონდა.

ფაქტობრივად, მოხდა ისე, რომ ლათინებმა და ქართველებმა მეორე რომის იმპერია გაიყვეს, ყოველ შემთხვევაში, რაც მოიხელთეს. თუ დავაზუსტებთ, მეორე რომის იმპერია სამმა, იმ დროისათვის უძლიერესმა ძალამ გაიყო – ლათინებმა, რომეე-ბერძნებმა და ქართველებმა.

ფაქტობრივად, მსოფლიო იმპერიის ცენტრად საკუთარ თავს აცხადებდა სამი ცენტრი, სამი დიდი დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, ნიკეა და ტფილისი.

როგორც ჩანს, ჩვენებს სხვა გეგმა ჰქონდათ, უფრო ამბიციური – უნდოდათ ახალი, მეორე რომის დამორჩილება და რომის იმპერატორის ტახტზე საკუთარი კანდიდატის დასმა, ფაქტობრივად, მსოფლიო დედაქალაქის თავის გავლენის სფეროდ ქცევა, დამორჩილება. შესაძლოა, ასეთ ვარიანტში, თუ ეს განხორციელდებოდა და კონსტანტინოპოლში, ტახტზე საკუთარ კანდიდატს დასვამდნენ და თუ მთელ ან რომის იმპერიის ძირითად ნაწილს დაიპყრობდნენ, ტახტის ჩუქებისა და ტერიტორიების გადაცემის სანაცვლოდ, თამარის დისწული ალექსი კომნენოსისათვის ჩამოერთმიათ ტრაპიზონ-ქალდეა, როგორც ქართველური წარმოშობის ხალხით დასახლებული ტერიტორია და საკუთრივ საქართველოსთვის შემოეერთებინათ და ლაზ-ჭანები დაებრუნებინათ დედასამშობლოს, კოლხეთის, დიდი ლაზიკის, ეგრისის წიაღში – საქართველოში. ვფიქრობ, ასეთი გეგმა უნდა არსებულიყო.

„ვენეტიკნი“, ანუ ის ჯვაროსნები, რომლებიც იდგნენ კონსტანტინოპოლთან არ იყვნენ იმდენად ძლიერები და მრავალრიცხოვანნი, რომ გამკლავებოდნენ ქართულ ჯარს და ქართული ჯარის დასახმარებლად მოხმობილ ბიზანტიურ-ბერძნულ ძალებს, რომლებიც, ალბათ, მხარს დაუჭერდნენ კომნენოსების დაბრუნებას საიმპერატორო ტახტზე, ლათინების, კათოლიკეების გავლენისაგან კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას და აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირისა და მფარველის გაჩენის პერსპექტივას, თამარ მეფის საქართველოს სახით.

კონსტანტინოპოლისა და ბიზანტიის სხვა ქალაქებისა და პროვინციების დიდებულების, სამხედროების, ვაჭრებისა და გავლენიანი მოქალაქეებისათვის, ცხადია, ცნობილი იყო საქართველოს სამხედრო ძლიერების შესახებ. მით უმეტეს, ბასიანში გამარჯვების შემდგომ, როდესაც ჩვენმა ჯარმა, სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის ერთ-ერთი უმთავრესი მტრისა და კონკურენტის, ბიზანტიის დამარცხების შედეგად, ბიზანტიისვე ტერიტორიებზე დაარსებული ძლიერი თურქული სახელმწიფოს, რუმის (იკონიის) სასულთნოს მრავალრიცხოვანი ჯარი ბასიანში და არზრუმსა და ერზინკაში ქართული გავლენა უფრო მტკიცედ გაავრცელა.

ცხადია, ყველა სამხედრო კამპანიას, რომელიც წარმოებდა დიდი საქართველოს დროს, წინ უძღოდა იდეოლოგიური, სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკურ-დიპლომატიური მოსამზადებელი სამუშაოები. ბიზანტიელებს, დასავლეთის მიმართულებაზე მეტად, აღმოსავლეთის მიმართულება აინტერესებდათ – ბიზანტიის ისტორიულ მიწებზე არსებული თურქული საფრთხეების განეიტრალება და თუ შესაძლებელი გახდებოდა, ძველი ტერიტორიების დაბრუნების შანსი, რაც მათ შეიძლება, გასჩენოდათ, თუ ბიზანტიას კვლავ ფეხზე დააყენებდნენ და თუ მძლავრი და საიმედო მოკავშირე ეყოლებოდათ აღმოსავლეთში, საქართველოს სახით, რომელთან ერთადაც შეუტევდნენ მცირე აზიაში, ბიზანტიის ძველ მიწებზე დაარსებულ თურქულ სახელმწიფოებს, თვითონ – დასავლეთიდან, ხოლო ქართველები – აღმოსავლეთიდან.

ასეთ შემთხვევაში უფლის საფლავის კვლავ გათავისუფლების შანსიც გაჩნდებოდა და ჯვაროსნებიც კვლავ ბიზანტიის, კონსტანტინოპოლის მოკავშირეები გახდებოდნენ.

თუმცა, ლათინებმა დაასწრეს ქართველებს კონსტანტინოპოლის აღება. დეზორგანიზებული ბიზანტიურ-ბერძნული სამხედრო ძალები გაიქცნენ კონსტანტინოპოლიდან, ძირითადად, ნიკეაში.

როგოც ჩანს, ამის გამო ტფილისის სამეფო კარზე ახალი გეგმა (სათადარიგო) ამუშავდა, საკუთარი ქვეშევრდომი იმპერიის შექმნა, ტრაპიზონის იმპერიის სახით და იქ თამარის დისწულის გამეფება

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი