ფაქტები

ეს საინტერესოა

№51

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.12, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ დიდ ბრიტანეთში, ყველა პასპორტი, ტექნიკურად, დედოფლის სახელით გაიცემა. ასე რომ, თავად დედოფალს ის არ სჭირდება. ხოლო, სამეფო ოჯახის ყველა სხვა წევრს, მათ შორის, პრინც ჩარლზსაც, პასპორტი აქვს.

✔️ ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა — ჰიმნიველი. საქმე იმაში იყო, რომ მეფეს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური სმენა და ის საკუთარი სამეფოს ჰიმნს, სხვა მუსიკისგან, ვერ არჩევდა. ჰიმნიველის მოვალეობა იყო, ჰიმნის დაწყების წინ, მეფისთვის ნიშანი მიეცა.

✔️ სპარსეთის დიდი ვეზირი აბდულ კასიმ ისმაილი (X ს.) არასოდეს შორდებოდა თავის ბიბლიოთეკას. თუ სადმე მიდიოდა, ბიბლიოთეკა კვალდაკვალ „მიჰყვებოდა“. 117 ათასი წიგნი 400 აქლემს გადაჰქონდა. ამასთან, წიგნები (აქლემებთან ერთად) ანბანური თანამიმდევრობით იყო დალაგებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი