ფაქტები

ეს საინტერესოა

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.04

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* მარსისკენ გაშვებული ამერიკული კოსმოსური სადგურის, „ვიკინგის“, მსუბუქი დაჯდომის სამუხრუჭე აპარატი წყალბადზე მუშაობდა და არა ნავთობის რომელიმე პროდუქტზე, ნახშირბადშემცველი საწვავი კვლევას ხელს შეუშლიდა, რადგან ექსპედიცია მარსზე სიცოცხლის აღმოსაჩენად მოეწყო.

* სიმყრალე, რომელიც ინდონეზიის მეგაპოლისში, ჯაკარტაშია გამეფებული, უცხოელებში თავდაპირველად ზიზღს იწვევს, მაგრამ ამ შეგრძნების გადალახვის შემდეგ, ქალაქი შეგიყვარდებათ კიდეც. ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად „დიდი დურიანა“. დურიანას ნაყოფი ხომ ცნობილია არა მარტო საშინელი მყრალი სუნით, არამედ შესანიშნავი გემოთი.

* ბუდისტურ მითოლოგიაში პრეტები – ეს მშიერი სულებია, რომელთაც არ შეუძლიათ დანაყრება. მათ მახინჯ არსებებად გამოსახავენ, დიდი მუცლებით. ისინი ვერ ახერხებენ საჭირო რაოდენობის საკვების მიღებას, რადგან ვიწრო ყელი და მისი ტოლი პირი აქვთ. მათი პირის ზომა ნემსის ყუნწისხელაა, ეს ზომა ბიბლიაშიც მეტაფორად გამოიყენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი