ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.03
* დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მისმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო შერევა გერმანელებთან, რასაც მათი გაქრისტიანება მოჰყვა. 761 წელს კი რომის ეკლესიამ გამოსცა განკარგულება, რომ ყველა ბავშვს მონათვლისას ქრისტიანული სახელი დარქმეოდა. გერმანელები სასტიკად შეეწინააღმდეგნენ ამ ბრძანებას, თუმცა საბოლოოდ მაინც მივიდნენ კომპრომისამდე, რომელიც ცოტაოდენი ცვლილებებით, ორი სახელის დარქმევით, დღესაც მოქმედებს.
* ყველასთვის ცნობილია, რომ რომი 7 ბორცვზეა გაშენებული. ერთ-ერთი ბორცვი კი, კოლინა-დი-ტესტა, სხვებისგან სრულიად განსხვავებული აგებულებისაა, ის დატკეპნილი ნაგვისგანაა წარმოშობილი.
* იაპონურ ხომალდ „კონოკავა მარუზე“ დაყენებულია სისტემა – ხომალდი იმართება ხმით. მითითებებს ელექტრომართული აპარატურა ინგლისურ ენაზეც იღებს. მაგრამ არც ინგლისელებს, არც ამერიკელებს და არც ავსტრიელებს ხომალდი არ ემორჩილება, რადგან აპარატურა ინგლისურ ენაზე მიღებულ ბრძანებას მხოლოდ იაპონური აქცენტით იგებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


