ფაქტები
ეს საინტერესოა
№4
ავტორი: „თბილისელები“ 17:00
* სტალინი მაო ძედუნზე დაბალი იყო, თუმცა არცერთ ფოტოზე ეს განსხვავება არ შეიმჩნევა, რადგან ფოტოაპარატის დაჩხაკუნებამდე რამდენიმე წამით ადრე ბელადი ნაბიჯს წინ გადადგამდა ხოლმე.
* მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე მწერლის, ფილოსოფოსის, ესეისტის, მეცნიერისა და მებრძოლის, სირანო დე ბერჟერაკის გარეგნობას როსტანის მხატვრულმა ენამ რაღაც დეტალი მიუმატა, რაც მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. ედმონ როსტანმა გარეგნობა შეუცვალა – მას ცხვირი დაუგრძელა.
* შექსპირის კლასიკურ ნაწარმოებში - „რომეო და ჯულიეტა“ - 3 კვირის განმავლობაში ხდება 3 მკვლელობა, 2 თვითმკვლელობა და 1 დარდისგან გარდაცვალება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


