ფაქტები

ეს საინტერესოა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.12

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* მეთვრამეტე საუკუნის პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში ქალბატონებისთვის მოდური იყო თამბაქოს ყნოსვა. ამასთან, ღირსეული ქალბატონი საჭირო თამბაქოს ულუფას აუცილებლად მარცხენა ხელით იღებდა, რადგან მამაკაცები ქალბატონებს მარჯვენა ხელზე ეამბორებოდნენ – მათ თამბაქოს სუნი არ უნდა ეგრძნოთ.

* გოგოლი, დოსტოევსკი, ტოლსტოი... ალბათ, შეურაცხყოფად მიიღებდნენ, ვინმე თუ მათ მწერალს უწოდებდა. ისინი იყვნენ მთხზველები – ასე უწოდებდნენ მეცხრამეტე საუკუნეში შემოქმედთ, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას ქმნიდნენ. მწერლები კი სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის ავტორები და ჟურნალისტები იყვნენ.

* რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ არა მარტო საკმაო კვალი დატოვა თავისი ქვეყნის ისტორიაში, არამედ საჭორაო თემებიც მისცა ხალხს და, ალბათ, არა მხოლოდ თავის ქვეყანაში... ვოლტერს სახლში მისი პორტრეტი მრეცხავისა და მენახშირის პორტრეტებს შორის ეკიდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანაში ამ ქალს უმაღლესი ადგილი ეკავა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი