ფაქტები

ეს საინტერესოა

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.09

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* 533 წელს ერთმა რომაელმა მღვდელმა, რომელსაც მერკური ერქვა, თავისი სახელი კერპთაყვანისმცემლურად მიიჩნია და გადაირქვა, რითაც სათავე დაუდო ცნობილ ტრადიციას - პაპის ტახტის დაკავების შემდეგ ახალი სახელის დარქმევას.

* 1997 წელს მილანის იუსტიციის სასახლის მთავარ დარბაზში შედგა უნიკალური სხდომა – განიხილებოდა 205 წლის წინ მომხდარი დანაშაული. მკვლელობაში ბრალდებული, ავსტრიაში მოღვაწე, წარმოშობით თავიანთი თანამემამულე ანტონიო სალიერი, რომელსაც მოცარტის სიკვდილს მიაწერდნენ, სასამართლო სხდომამ გაამართლა.

* პროლეტარიატის ბელადის საქმის შემოქმედებითად გამგრძელებელმა იოსებ სტალინმა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ რადგან მარქს-ენგელს-ლენინის სწავლებით, პროლეტარიატს არ გააჩნია წარმოების საშუალებები, მაშასადამე, საბჭოთა კავშირში პროლეტარიატი არ არსებობს და დაასაბუთა კიდეც - წარმოების საშუალებები – მიწა, ფაბრიკები, ქარხნები საბჭოთა კავშირში ხალხს ეკუთვნისო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა