ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.06

* 30 წლის წინ ლონდონის ნაციონალურ ოპერაში დაიდგა ჰენდელის ოპერა „ქსერქსე“. ქსერქსეს პარტიას მღეროდა ქალი. დამდგმელმა მისი არჩვევანი შემდეგნაირად განმარტა: იძულებული გავხდი ქალისთვის მიმეცა ეს როლი, რადგან კასტრატების გამოყენება არ შემიძლიაო. რას ნიშნავს ეს ახსნა? პარტია ისეთი ხმისთვის იყო დაწერილი, რომ თავის დროზე სწორედ კასტრატები ასრულებდნან. რაც ხშირი მოვლენა იყო იმ პერიოდში.
* რომში წმიდა პავლეს ეკლესია ცნობილია, როგორც „სამი ფანტანის ეკლესია“. აქ ნამდვილად მოჩუხჩუხებს სამი წყარო, რომლებიც გადმოცემით, წმიდა პავლეს სხეულის შეხებით გაჩნდნენ, კერძოდ მისი მოკვეთილი თავი გაგორდა და სამჯერ დაეცა მიწას. თითოეულ მათგანზე დგას აპოსტოლ პავლეს მარმარილოს თავი. აღსანიშნავია, რომ თავები სხვადასხვა ტონის თეთრ მარმარილოშია შესრულებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან