ფაქტები

ეს საინტერესოა

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.03

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* ინგლისურ ენაში არის იდიომური გამოთქმა – ten and two (ათი და ორი). ამ ფრაზას ეუბნებიან ადამიანს, როდესაც უნდათ, რომ არ გადაერთოს სხვა რამეზე, არ მოადუნოს ყურადღება და ისევ მოჰკიდოს ხელი საჭეს (მანქანის მართვის დროს მძღოლებს ხელების მდებარეობა საჭეზე საათის ციფერბლატზე ისრების 10 და 2 საათზე დგომას იმეორებს).

* სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან ჩაიძირა ბრიტანული სატრანსპორტო ხომალდი „ბირკენჰედი“. დაიღუპა 445 ადამიანი. კატასტროფას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. სწორედ ამის შემდეგ შემოიღეს კანონი, რომელსაც ბირკენჰედის წესი ჰქვია. ეს კანონი ითვალისწინებს, რომ ხომალდის კატასტროფის დროს ნავებში პირველები ბავშვები და ქალები სხდებიან.

* პოპულარული ნაწარმოების პერსონაჟის, შერლოკ ჰოლმსის როლი 1900 წლიდან 1988 წლამდე 197 ფილმში 70 მსახიობმა შეასრულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი