გულახდილი საუბრები

უფროს მამაკაცს რომ გავყევი ცოლად, ყველა შოკში იყო, დღეს კი ყველას უხარია ჩემი ბედნიერება

№15

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.04

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

რომ ამბობენ, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, ნამდვილია. არავინ იცის, ვინ როდის და რა ასაკში შეგიყვარდება. ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, 15 წლის ვიყავი, ის კი 32 წლის იყო. საკმაო ასაკობრივი ზღვარი იყო, თუმცა, გარეგნულად არც მას ეტყობოდა ასაკი და მეც საკმაოდ დიდი შეხედულება მქონდა. რა თქმა უნდა, თავიდან არ შეგვყვარებია ერთმანეთი. 

უბრალოდ, ერთ-ერთი დაქალის დედამ დაქალები წაგვიყვანა ზღვაზე დასასვენებლად და ზვიადი იქ გავიცანი. ჩვენს მეზობლად ისვენებდა. დღე ზღვის სანაპიროზე ვიყავით, საღამოს კი სკვერში ვიკრიბებოდით და ვერთობოდით. ძალიან დავმეგობრდით და თბილისში ჩამოსულებმა, შეხვედრები განვაახლეთ. ჩემი მშობლები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაოჯახდნენ, დედა 17 წლის იყო, მე რომ გავჩნდი და ზვიადი, დედაჩემზე უფროსია. რასაკვირველია, ვმალავდი, მის მიმართ სიმპათიები რომ მქონდა. ოჯახშიც არ ვამბობდი და სადაქალოსაც ვუმალავდი. თუმცა, რა დაიმალება? ჩემი დაქალები თვითონ მიხვდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ ზვიადი იმდენად უყვარდთ, ცუდი არაფერი უთქვამთ, უბრალოდ, ასაკის გამო მირჩევდნენ, დავფიქრებულიყავი. მე კი ისე მიყვარდა, ციფრების გამო ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ადამიანზე უარის თქმას. მთელი სამი წელი შეყვარებულები ვიყავით, სანამ სკოლა არ დავამთავრე. მერე გამოცდებიც ჩავაბარე და რომ გავიგე პასუხი, უნივერსიტეტში ჩავირიცხე და სტუდენტი გავხდი, იმ დღესვე გავყევი ცოლად. არასოდეს დამავიწყდება ჩემების რეაქცია. დედაჩემი ისე ტიროდა, ისეთ დღეში იყო და ისე განიცდიდა, მამაჩემს კინაღამ ხელში ჩააკვდა. მამა თავშეკავებული კაცია და უბრალოდ, ეს მითხრა: შენგან ამას არ ველოდი, ჩათვალე გადამიარე, მომკალი და დამმარხე. შვილი ხარ და ვერც გაგლანძღავ და ვერც გაგინებ, მით უმეტეს, შენზე ხელს არ ავწევ, მაგრამ ზუსტად ვიცი, შეცდი და ინანებ, რაც გააკეთეო. დედა სახლში დაბრუნებას მთხოვდა. კიდევ კარგი, მაშინ ჩემს მშობლებს არ დავუჯერე. ამ ადამიანთან ოჯახის შექმნით იმდენად ბედნიერი ვარ, რომ დღეს, კარგი გაგებით, ყველას შურს ჩვენი ურთიერთობა. წლები გავიდა, ყველა შეეგუა ამ ამბავს. შვილებიც გვყავს. ზვიადი არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა გამოდგა. სამწუხაროდ, რომ დავქორწინდით, ზვიადს დედა გარდაცვლილი ჰყავდა, მამა კი დღესაც ჩვენთან ცხოვრობს და როგორც საკუთარი შვილი, ისე ვყავარ. თვალებში მიყურებენ მამა-შვილი, ცდილობენ, ყველა პირობა შემიქმნან, ბედნიერი და ლაღი ვიყო. სხვათა შორის, როცა ინსტიტუტში დავდიოდი, ბავშვებს მამამთილი იტოვებდა. გადასარევად უვლიდა და ჩემს შვილებს დღემდე ისე უყვართ ბაბუა, მის ოთახში იძინებენ. ახლა ჩემს მშობლებსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, ჭკვიანი შვილი გვყავს, სწორი არჩევანი გააკეთაო. თუმცა, მაშინ, კინაღამ გულები დაიხეთქეს დარდით. მართლა არაფერს ნიშნავს ასაკი და ციფრები. მთავარია, ადამიანი როგორ გამოიყურება, როგორი ხასიათი აქვს და რამდენად უყვარხარ. შეიძლება, ასაკით ჩემზე ოდნავ დიდს ან ჩემხელას გავყოლოდი ცოლად და არ გამმართლებოდა. ეს ადამიანი კი ჩემთვის ნამდვილი დასაყრდენი და იმედია. ახლა კი ყველას უხარია ჩემი ბედნეირება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ის გათხოვების პერიოდი, როცა ყველა შოკში იყო, ათას სისულელეს მეუბნებოდნენ, ზურგს უკან ჭორაობდნენ და მკიცხავდნენ.

თათია, 26 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა