გულახდილი საუბრები

როგორ იცვლებიან ქალები ურთიერთობაში ასაკის მატებასთან ერთად

№44

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 14.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ზრდასრულ ასაკში გათხოვება და პარტნიორის ძიება ბოლო ათწლეულებში მსჯელობის სულ უფრო ხშირი თემაა. დიახ, ზრდასრულ ასაკში ცხოვრების მეგზურის შერჩევა ბევრად რთულია, მით უფრო, როცა ქალს პიროვნული ზრდა პრიორიტეტში აქვს და მამაკაცს სულ სხვა მოთხოვნებს უყენებს. რა ხდება მაშინ, როცა ქალს ძლიერი პრინციპები და პიროვნული თავისუფლება აქვს?

როგორ ქმნის ეს თვისებები ურთიერთობის სირთულეებს და არის თუ არა „თავისუფლება“ ოჯახურ თანაცხოვრებაში პრობლემების მიზეზი.

რატომ არის ზრდასრულ ასაკში გათხოვება ბევრისთვის რთული?

ეკა (45 წლის): მე 43 წლის ასაკში გავთხოვდი. მთელი ოცნებებისა და იმედების ფონზე, ვხვდებოდი, რომ ჩემთვის რთული იქნებოდა ვინმესთან ურთიერთობა, არა იმიტომ, რომ ადამიანები ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩემი პიროვნული თავისუფლება და პრინციპები მაღალი იყო. მე არასდროს ვიყავი მზად „ჩემივე ნაწილის“ დათმობისთვის. სიმართლეა ის, რომ ამ ასაკში ყველაფერი სხვანაირადაა. სირთულეები, რომელიც ამ დროს წყვილს აქვს, რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, ასაკის მატებასთან ერთად, ქალი უკვე განსაზღვრავს, რისი მიღება უნდა ურთიერთობაში, რა არ სურს და ბევრი მათგანი მკაცრ პრინციპებსაც ადგენს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზოგჯერ დაბრკოლებას ქმნის, მაგალითად, პარტნიორი შეიძლება, არ ეთანხმებოდეს ყველა კრიტერიუმს, რაც უკვე კონფლიქტის მიზეზი ხდება.

– ქალი, რომელიც ზრდასრულ ასაკში საყვარელ პარტნიორს ეძებს, იშვიათად თმობს თავის თავისუფლებას. ეს ზღუდავს თუ არა ურთიერთობას?

– თავისუფლება პრობლემა არ არის. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როცა პიროვნული თავისუფლება კომუნიკაციის დაბლოკვის მიზეზად იქცევა. მაგალითად, თუ ქალი ყოველთვის თავის არჩეულ გზას მიჰყვება, გადაწყვეტილებებში ადრენალინზეა დამოკიდებული და ნაკლებად ემორჩილება კომპრომისს. ამ დროს პარტნიორმა შეიძლება, იგრძნოს უარყოფა ან შეეზღუდოს პირადი თავისუფლება. მაგრამ, თუ ამისი სურვილი და მზაობა არის, ყველაფერი მოგვარებადია. ანუ, მთავარია, ეს თვისებები იყოს ურთიერთგაგებისა და გამჭვირვალობის საფუძველი, არა ძალადობისა და კრიტიკის ზღვარზე.

– როგორ უნდა მართოს ქალმა ასეთი სიტუაცია?

– პირველი ნაბიჯი არის თვითშეფასება და რეალისტური პრიორიტეტების განსაზღვრა. მეორე – კომუნიკაცია: პარტნიორთან ღია საუბარი პრინციპებსა და პერსონალურ თავისუფლებაზე. მესამე – კომპრომისის სწავლა. რაც, ჩემს შემთხვევაში, რთულად, მაგრამ მაინც გამომივიდა. „ყველაფერი ან არაფერი“ პოზიცია ურთიერთობას პირდაპირ ანგრევს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ურთიერთობა არის ორი ადამიანის თანამშრომლობა და არა მხოლოდ საკუთარი სივრცის შენარჩუნება. მინდა, ქალებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო: დადებითი ენერგეტიკის მქონე ზრდასრული ქალი, რომელიც საკუთარ თავისუფლებას აფასებს, პარტნიორმა არასდროს უნდა ჩათვალოს მტრად და ეს სწორედ ქალმა უნდა გააკეთოს, მამაკაცთან სწორი კომუნიკაციით. ის უნდა განაპირობებდეს შინაგან სიმშვიდეს.

თუმცა ურთიერთობაში წარმატების მიღწევა არ ნიშნავს პრინციპების დათმობას, არამედ ეს მათი გონივრული მართვა, კომპრომისზე წასვლა და პარტნიორის ემოციური საჭიროებების აღიარებაა. მამაკაცმაც უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებელი ქალი ზრდასრულ ასაკში არის ძლიერი, გათვითცნობიერებული და აზრიანი. და ეს მისთვის კომფორტია.

– რა კომფორტია?

– ასეთი ქალი თავისუფალია სიყვარულში, მაგრამ ამავე დროს მზად არის, გააზრებულად დათმოს იქ, სადაც სჭირდება ურთიერთობა და საერთო ბედნიერების შექმნა.

– როგორ იპოვეთ სიყვარული 35 წლის შემდეგ?

– ზრდასრულ ასაკში სიყვარული ხშირად იქცევა თემად, რომელიც ბევრისთვის ცხოვრებასთან ასოცირდება. თუმცა, ცხოვრება აჩვენებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. როდესაც 30-ის მიუახლოვდები, უკვე იცნობ საკუთარ თავს, შენს დადებით თუ აუტანელ თვისებებს. შენ გჭირდება პარტნიორი, რომელიც შეგეფერება. მაგრამ პრობლემა არ არის მხოლოდ პარტნიორის პოვნა, პრობლემა არის საკუთარი პრინციპების, დროის, სურვილების, ცხოვრების წესის შეზღუდვა.

– როგორ გრძნობდით თავს თავისუფლების შეზღუდვის პროცესში?

– ჩემთვის პიროვნული თავისუფლება, ანუ ის, რასაც არასდროს დავთმობდი, არის ჩემი ცხოვრება, ჩემი საქმეები, ჩემი გარემო. მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში სწორედ ეს პრინციპები ქმნის დაბრკოლებებს. ზოგი კაცისთვის თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობა რთულად მისახვედრია.

– მაგრამ თქვენ იპოვეთ სიყვარულიც. როგორ მოხდა ეს?

– როცა თვითონ ხარ მშვიდი, საკუთარ თავთან შერიგებული და გესმის, რას ნიშნავს სულიერი თავისუფლება, ეს იზიდავს სწორ ადამიანს. მე არ შემიცვლია ჩემი პრინციპები, უბრალოდ, ვისწავლე კომუნიკაცია, კომპრომისი და ჩემი პირადი სივრცის დაცვა ისე, რომ მეორე მხარემაც იგრძნოს თავი თავისუფლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა