გულახდილი საუბრები

რა ტრავმა რჩებათ შვილებს მშობლების გაყრის შემდეგ და რას ვერ ივიწყებენ ისინი

№27

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახის დანგრევა ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე ფაქტია როგორც თავად წყვილისთვის, ისე შვილებისთვის. თანამდევი გართულებები და მით უმეტეს, შედეგებით, არცთუ იშვიათად, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დეპრესიასა და რეალობის მიუღებლობას. ამ დროს ურთულესია ბალანსისა და „ოქროს“ შუალედის შენარჩუნება.

თიკო (30 წლის): ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სიტყვა „დედასაც“ ვეღარ ვიტან! დიახ, როცა ოჯახი ინგრევა, ამით პირველ რიგში, წყვილის შვილები ზარალდებიან.

– დედ-მამის გაყრა ცხადია, ბავშვებზე ცუდად მოქმედებს.

– დიახ, ასეა. მაგრამ უფრო ძნელი ყოფილა იმ ფაქტთან შეგუება, როცა მშობელი ოჯახს ხელმეორედ ქმნის. არიან ისეთებიც, რომლებსაც „ახალი“ დედის ან მამის მიღება სულაც არ უჭირთ, რადგანაც „ძველ“ მშობელთან მხოლოდ უსიამოვნო მოგონებები თუ აკავშირებთ, მაგრამ უმეტესობას „ახლის“ მიღება არ შეუძლია, რადგანაც ფიქრობს, რომ სწორედ ეს ქალი თუ კაცია მისი მშობლების გაყრის ნამდვილი მიზეზი.

16 წლის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა და სულ მალე 10 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა. თავიდან მათთან სტუმრად ხშირად მივდიოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მშობლების გაყრის მიზეზი სწორედ ეს ქალბატონი იყო, ვეღარ ავიტანე.

– ეს ამბავი საიდან გაიგეთ, დედამ გითხრათ?

– არა, ის ამას არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა. ძალიან კეთილშობილი ქალია და მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ცუდად მოექცა, ის მაინც უყვარს, ჩემთანაც ყოველთვის იცავს... სიმართლე ბებიამ, მამის დედამ მითხრა, რომელსაც რძალი, ანუ დედაჩემი ძალიან უყვარს. მართალია, მამა ჩვენთან აღარაა, მაგრამ დედა მაინც ყოფილ დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს. იმ საზიზღარმა ქალმა მამას თავგზა აურია და მანამ არ მოეშვა, ვიდრე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება არ მიაღებინა.

– ანუ, მამათქვენი უდანაშაულოა და იმ ქალის მსხვერპლია?

– ამას ვერ ვიტყვი. ვიცი, კაცს თავად თუ არ უნდა, ვერაფერს აიძულებ, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ქალს, თავისი მაცდურობის წყალობით, ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ახლა დედას ვეუბნები, შენც შექმენი ოჯახი, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ უარზეა: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკვე გასათხოვარი გოგო ვყავარ და ამბობს, არ შეგარცხვენო და მეორეც – ისევ მამა უყვარს და მგონი, იმედი აქვს, რომ ქმარი ოდესმე დაუბრუნდება. ჰგონია, თუ მის მშობლებს მოუვლის, ამით ყოფილი მეუღლის პატივისცემასა და სიყვარულს დაიბრუნებს, მაგრამ ცდება, მამა ბრმადაა შეყვარებული იმ კატაზე, რომელიც მართალია, დედას გარეგნულად სჯობია, მაგრამ ნამდვილი ურჩხულია და სხვა არაფერი. თან, უკვე შვიდი თვის ფეხმძიმეა. რაღას დაანებებს თავს. დედაჩემი ისეთი სულელია, რამე რომ იყოს, იმ ბავშვსაც მიიღებს და გაზრდის. დედამთილ-მამამთილსაც ეუბნება: ისიც თქვენი შვილიშვილი იქნება და ჩემ გამო ხელს ნუ ჰკრავთ, მე არ გაგიბრაზდებით, პირიქით, მას ისე მივიღებ, როგორც ღვიძლ შვილს და თუ საჭირო იქნება, მოვუვლი კიდეცო. დედა ამ კეთილშობილებამ დაღუპა, მაგრამ მე მას ვეღარ შევცვლი. მე, მის ადგილას, ჩემს ცხოვრებას მივხედავდი და ბედნიერიც ვიქნებოდი. რა ნახა კარგი მამაჩემის ხელში? არაფერი. დაამცირა და ღირსება შეულახა. რატომ უნდა დაიჩაგრო თავი, რისთვის? მამაჩემის დანახვა არ მინდა. თავი მოსწონს – ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი ჰყავს. ბოლოს რას დამართებს ეგ ახალგაზრდა ცოლი, ვნახავ. ფულის შოვნის თავი რომ აღარ ექნება, მიაგდებს და ისევ დედაჩემის მოსავლელი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული