გულახდილი საუბრები

რა ხდება ცოლ-ქმრის გაყრის მიზეზი, როცა მათ შორის მესამე არ დგას

№9

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 14.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ოჯახი მთავარია. სამწუხაროდ, ადამიანებს ყოველთვის როდი შეუძლიათ, მთელი ცხოვრება შეინარჩუნონ სიყვარული, ნდობა და ერთგულება. ამიტომ ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი ოჯახიდან მიდის. თუმცა, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა ხვდებით, რომ მრისხანებისას წარმოთქმული სიტყვები მუდამ სამართლიანი როდია და გაყრის მიზეზად არ ივარგებს. თუ მზად არ ხართ საყვარელ ქმართან გამოსამშვიდობებლად, მაშინ მის დაბრუნებას უნდა შეეცადოთ.

ლიკა (37 წლის): მაშ ასე, როგორ დავაბრუნოთ ქმარი ოჯახში. რასაკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული განშორების მიზეზებზე. ყოფითი უთანხმოების მოგვარება არცთუ რთულია, ხოლო, თუ პრობლემა გაცილებით ღრმა და სერიოზულია, მაშინ მოთმინებას უნდა მოუხმოთ და ძალისხმევა არ დაიშუროთ მის ოჯახში დასაბრუნებლად.

– ანუ, თქვენ იჩხუბეთ ქმართან, უთხარით თქვენი განცდების შესახებ, მან კი ყურიც არ გათხოვათ... მაინც უნდა ეფერო და არსად გაუშვა?

– ურთიერთობების გარკვევის შემდეგ, როცა ყველა პრეტენზია და საყვედური გამოთქმულია, ძნელია, საკუთარ თავს დათმობებზე წასვლა აიძულო. მაგრამ, თუ არ გაერკვევით ვითარებაში, თქვენთვის გაუგებარი დარჩება, რატომ წავიდა. ადრე თუ გვიან აუცილებლად დგება მომენტი, როცა მიხვდებით, რომ მრისხანებისას წარმოთქმული სიტყვები მუდამ სამართლიანი როდია და გაყრის მიზეზად არ ივარგებს.

– ანუ, რას გულისხმობთ?

– მე ვიცი, რას ნიშნავს როცა ისეთი გაბრაზებული ხართ – მხოლოდ მისი სახლიდან გაგდების სურვილით ხარ შეპყრობილი. ემოციები ცუდი მრჩეველია. თავდაპირველად დამშვიდდით და სიტუაციას ფხიზელი თვალით შეხედეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, უწინდებურად გიყვართ თუ არა ქმარი. როცა გულწრფელად აღიარებთ, რომ ვერავითარი მიზეზი ვერ გააცივებს თქვენს გრძნობებს, დაიწყეთ ქმრის დასაბრუნებელი გეგმის შემუშავება. მე ეს ყველაფერი ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გავიგე. უნდა გახსოვდეთ, რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტში მუდამ ორივეა დამნაშავე. ასე რომ, მაშინვე ნუ გადაულოცავთ თქვენს დანაშაულს სხვას. ყველაზე სწორი საშუალება ყველაფრის გასარკვევად დიალოგია. მშვიდი საუბარი ცრემლებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე დაგეხმარებათ საერთო ენის გამონახვაში და იმის ახსნაში, რა გსურთ მისგან. ყურადღებით მოუსმინეთ მის სიტყვებს. შეეცადეთ, რაღაცაში დათმობაზე წახვიდეთ. თუ მეუღლე სიტუაციის განხილვაზე დაგთანხმდათ, ესე იგი, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა. შესაძლოა, ქმარი ჭოჭმანობს, არ იცის, სწორია თუ არა მისი გადაწყვეტილება გაყრის თაობაზე და მაშასადამე, გაქვთ შანსი, დაარწმუნოთ, რომ დაბრუნდეს.

– იმის თქმა გინდათ, რომ ყოველთვის მესამე არ ანგრევს ოჯახს?

– არა, რა თქმა უნდა. ჩემს ქმარს საერთოდ არ ჰყოლია „სხვა ქალი“. არ ღირს მეგობრებისთვის რჩევის კითხვაც. მსგავსი სიტუაცია მკვეთრად ინდივიდუალურია და ზოგჯერ მეგობრის რჩევებსა და პირად გამოცდილებას შეუძლია, საბოლოოდ გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა ქმართან.

ქმარს ვერ დაიბრუნებთ მასში ეჭვის გაღვივებითაც. ამ გზით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენდამი გულგრილია, დროსაც ტყუილუბრალოდ დაკარგავთ.

ბოლოს და თუ ქმარი სხვა ქალთან წავიდა, არც ეს არის სამყაროს დაქცევა. ნუ მიეცემით კაეშანსა და წუხილს. თქვენი ამოცანაა, მისთვის ახლობელ და საყვარელ ადამიანად დარჩეთ. იყავით გულღია, ყურადღებიანი, მაგრამ თავსაც ნუ მოაბეზრებთ. ნუ უსაყვედურებთ, ნუ წაუყენებთ პრეტენზიებს. თქვენი მეტოქე ხომ სწორედ ასე იქცევა. თავი მოიწესრიგეთ და ისე მოიქეცით, იგრძნოს, რომ სწორედ თქვენ აკლიხართ, თქვენი მყუდრო სახლი, თქვენი ყურადღება, ზრუნვა და აუცილებლად დაბრუნდება. თუ, რა თქმა უნდა, გინდათ მისი დაბრუნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა