ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.12, 2023 წელი

ბოჩოლა – გამოზამთრებული ძროხა.
ბოძალი – ორპირი ისარი.
ბოხოხი – ცხვრის ტყავის წამოსასხამი, ტყაპუჭი; ამჟამად: ცხვრის ტყავის (ბეწვის) ქუდი.
ბოალი – დათვი.
განსაცდელი – მოსანახვებელი.
გარეწარად – ა) უხალისოდ, უნდომლად; ბ) ხანდახან, იშვიათად.
გატრუკებული – საშუალოდ გასუქებული.
გოგო – ა) ცუდქალა; ბ) ჯოჯო.
გომბიო – დიდი ბაყაყი.
დაკემსვა – ნაქსოვის წვრილად დაჭრა.
დიადო – „ფრიად მრავალი“ (საბა), ძალიან ბევრი.
ელქაჯი – წინ მიმავალი თხა.
ვაზირობა – საქმის გარჩევა.
ვირ-დევი – კენტავრი.
ლაზიერი – ჭადრაკის მეფის ვეზირი; ამჟამად: ჭადრაკის ფიგურა – „დედოფალი“.
მორფი – სახე.
ტაბლი – ნარდის ფიცარი.
ტაიჭი – ა) გამოყვერული ცხენი; ბ) კეთილი ცხენი. ამჟამად: ა) ბედაური; ბ) სატანვარჯიშო იარაღი.
ტალახი – თიხა.
ტარაბუა – შულის (ნართის) ამოსახვევი. ამჟამად: თავბრუ.
უბადო – ცუდი, ავი.
უზადო – ა) მარტივი, ბ) უმანკო; ამჟამად: უნაკლო.
ფრე – ჭის წყარო.
ფხიკიანი, ფხუკიანი – ავგული.
ქაბაბი – ფუნთუშა.
ქარავანი – მოგზაური.
ქიშპი – ავის ნდომა.
ქონდარი – უსუპი (სურნელოვანი ბალახია).
ღადარი – დაუნდობელი კაცი. ამჟამად: წვრილი ნაკვერჩხალი.
ყუმბარა – შავცეცხლი.
ყურება – ყურთ მიპყრობა. ამჟამად: ცქერა.
შაბათის გზა – ათასი ნაბიჯი.
შამანი – წყლიანი ღვინო.
შაური – აბაზი.
შეგნება – შეტყობა.
შნიში – დეიდაშვილი, მამიდაშვილი.
ჩალხანა – კარდალა, მომცრო ქვაბი.
ჩახმახი (თურქულია) – ქართულად: მოკვესილი.
ჩაქვი – პარკი.
ჩინი – „ზეთის ხის ფოთლის ფერი“ (საბა).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან