გულახდილი საუბრები

მამამთილის საყვარლის გამო ოჯახი დამენგრა

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.06

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

არ ვარ ისეთი ადამიანი, რამე მიკვირდეს. შეიძლება, რაღაც მე არ ვიკადრო, მაგრამ სხვას არ განვსჯი. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა ამის გამო, სხვის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრა და არ უნდა დააზარალო. მოკლედ, არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა – თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. 

ხმამაღალი სიტყვა არ გასულა ჩვენი სახლიდან. ასე ვცხოვრობდით შეხმატკბილებული მე, ჩემი ქმარი, დედამთილი, მამამთილი და ჩემი ორი შვილი. ყველა მეუბნებოდა, როგორ ახერხებ, რომ არაფერი გწყინს დედამთილ-მამამთილისგან, ერთი აუგიც რომ არ დაგცდებაო. მართლა არაფერი მწყინდა და უაზროდ ხომ არ ავუშარდებოდი? სამწუხაროდ, დედამთილი გარდაიცვალა და იმ დღიდან, ჩვენი ოჯახიც განადგურდა. მისი დასაფლავებიდან ზუსტად ერთ წელში, ჩემმა მამამთილმა ვიღაც ქალი მოათრია სახლში და გამოაცხადა: ახალგაზრდა კაცი ვარ, გვერდით ქალი მჭირდებაო. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, მამაშენი არასწორად იქცევა-მეთქი, მიპასუხა: მეც არ მინდა უცხო ადამიანის გვერდით ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, მამაჩემის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეო. ერთი სიტყვით, დავიწყეთ ერთად ცხოვრება და იმ დღიდან დაიწყო პრობლემებიც. სულ შენიშვნას მაძლევდა, წავიდოდა თუ არა ჩემი მამამთილი სამსახურში, ესეც ჩაიცმევდა, მაკიაჟს გაიკეთებდა, გაიპრანჭებოდა და გადიოდა სახლიდან. კვირაში სამჯერ, მისი ნათესავები ან მეგობრები მოდიოდნენ და იყო სუფრის გაშლა-აშლები. რასაკვირველია, კერძების გაკეთებაც, ძირითადად ჩემზე იყო, მერე კი დასვრილ ჭურჭელს მე ვრეცხავდი და არეულ სახლსაც მე ვალაგებდი. ისე მოინელა ჩემმა მამამთილმა ჩემი დედამთილი, არც კი ახსენებდა, თითქოს არც ყოფილა. არ ვიცი, ამ ქალმა რა გაუკეთა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემი მამამთილი, რომელიც მამასავით მიყვარდა, ისე აღარ მექცეოდა როგორც ადრე. ვხვდებოდი, საყვარლის ენებს აჰყვა. ბავშვები რომ დაითხოვეს სკოლიდან, დედაჩემმა და მამაჩემმა შემომთავაზეს: ჩვენ წავიყვანთ აგარაკზე, ამ სიცხეში ცოდოები არიან, ნუ გამოგუდავ. მერე შენი ქმარი რომ შვებულებაში გავა, სადაც გინდათ, იქ წადით და წაიყვანეთ დასასვენებლადო. ასეც მოვიქეცით. პარასკევს წავიყვანეთ ბავშვები და მე და ჩემი ქმარიც შაბათ-კვირას იქ დავრჩით. ორშაბათს დილაადრიან ჩამოვედით და რას ვხედავ? ბავშვების საძინებელი ოთახიდან გამოუტანია ქალბატონს ავეჯი, თავისი იქ შეუტანია და გადაბარგებულა. ჩვენს საძინებელში ცოტა სივრცეა, არ ვარ მიჩვეული სივიწროვეს, ბავშვებს კი ეყოფათ ის ფართიო. ჩემმა ქმარმა ხმა არ ამოიღო, მე ისე გავცეცხლდი, სულ ბოზო და ჩათლახო ვეძახე. ამაზე მამამთილი და ჩემი ქმარი გადაირივნენ და მეცნენ, იმის მაგივრად, ის გაემტყუნებინათ. მე მომდგნენ. იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები, ტანსაცმელი და ჩემი ქმარი რომ დაბრუნდა სამსახურიდან, კატეგორიულად გამოვუცხადე: მე ამ სახლიდან მივდივარ, შენ და მამაშენიც რომ არ გაგლანძღეთ, ისევ ჩემს გარდაცვლილ, ცხონებულ დედამთილს ვეცი პატივი, გადამატანინე ეს ბარგი ჩემი მშობლების სახლში და სულ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი. ბევრი მეხვეწა, მაგრამ აზრი ვერ შემაცვლევინა. იმ კვირაშივე გადავზიდე ბავშვების ნივთები და ტანსაცმელიც და საბოლოოდ დავტოვე ის სახლი და ჩემი ქმარიც. ნამდვილად არ მივიღებ არავის პრეტენზიას, რადგან მართალი ვარ. ვერც ვერავინ მეტყვის, ქმარი თუ გიყვარდა უნდა დარჩენილიყავიო. მე იქ ვარ ბედნიერი, სადაც ჩემი ესმით და პატივს მცემენ.

ნინო, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...