ერთმა აჩქარებულმა საქციელმა ცხოვრება დამინგრია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.05

საკმაოდ წარმატებული ბიჭი ვიყავი და ამაში ოჯახი და გარემოცვაც ხელს მიწყობდა. მიზანი ბავშვობიდან მქონდა დასახული და ყოველთვის, სანამ ნაბიჯს გადავდგამდი, ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლება, მოჰყოლოდა მას. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ კარერას შეეხებოდა და პირად ურთიერთობებში საკმაოდ სუსტი აღმოვჩნდი. ვიცოდი, ბევრ გოგოს ვუყვარდი, ბევრი ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, ფლირტს და უბრალოდ, ინტიმურ ურთიერთობასაც, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებულად ვიქცეოდი. არ ვიცი, რა მოხდა, როგორ შემეცვალა გემოვნება და განწყობა და ზოგადად, როგორ მოვიქეცი ისე, როგორც ზუსტად ვიცოდი, არ მოვიქცეოდი. ერთი სიტყვით, მეგობრების წრეში გავიცანი ერთი გოგო. ძმაკაცმა მითხრა: განათხოვარი გოგოა, საკმაოდ თამამი და თუ დაგაინტერესა, უარს არ გეტყვისო.
გავუღიმე და ვუპასუხე: ხომ მიცნობ რა ტიპი ვარ, ასე ერთი წამის გაცნობილ გოგოსთან რა ურთიერთობა შეიძლება, მქონდეს-მეთქი. სწორედ აქ შევცდი. ისე შემომიჩნდა იმ საღამოს, გვერდიდან არ მომცილებია. ფიზიკურად მართლაც შეუდარებლად ლამაზი იყო, გემოვნებით და თამამად ჩაცმული, არასტანდარტული ქმედებების. ცოტა ნასვამიც ვიყავი და ალბათ, ამან გამათამამა. წვეულებიდან წამოსვლა რომ დავაპირეთ, თავად შევთავაზე სახლში წაყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასაც მანქანა ჰყავდა. მითხრა: სადმე ხომ არ წავსულიყავით, კარგ განწყობაზე ვარ და თან, ჯერ სახლში მისვლაც ადრეაო. დავთანმხდი და მისი მანქანით ჯვარზე ავედით. ცოტა ხანი მთვარის შუქზე ვისხედით და ვსაუბრობდით და იქიდან რომ წამოვედით, არც კი უთქვამს, ისე გადაუხვია ნატახტრისკენ. კი ვკითხე, ასე რატომ მიდიხარ-მეთქი და მიპასუხა: მომეწონე და მინდა, მთელი ღამე ერთდ ვიყოთ. იმედია, უარს არ მეტყვიო. არც მითქვამს უარი და ის ღამე ნატახტარში, სასტუმროს ნომერში გავატარეთ. დილით, თავად წამომიყვანა მანქანით და ჩემს მანქანაში რომ გადავჯექი, ფურცელი მომაწოდა, ეს მე რომ წავალ, მერე წაიკითხეო. სახლში მისულმა, ვიბანავე და ეგრევე დავიძინე. კვირა დღე იყო და თავს უფლება მივეცი, კარგად გამომეძინა. შუადღისას გამეღვიძა და ის ქაღალდი გამახსენდა. ამოვიღე ჯიბიდან და დავიწყე კითხვა. აღმოჩნდა, მაშინ ჰქონდა დაწერილი, როცა სასტუმროს ნომერში ინტიმური ურთიერთობის მერე ჩამეძინა. ისეთი სიტყვები ეწერა, იმდენად ჰუმანური ქვეტექტებითა და ქალური სინაზით, ისევ მომინდა მასთან ურთიერთობა. ბოლოში ნომერი ეწერა და საღამოს დავურეკე. ისევ შევხვდი და ისევ იმავე სასტუმროში წავედით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყოველდღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს და ისე მივეჩვიე და რაღაცნაირად მივეკედლე, მის გარეშე ვეღარ წარმომედგინა ყოფნა. რასაკვირველია, ეს ჩემი პირველი საყვარელი არ იყო, მაგრამ სხვებთან იგივე არასოდეს განმიცდია. არასოდეს არაფერს ითხოვდა, ყოველთვის მზად იყო ჩემს სანახავად, მის გვერდით სიმშვიდეს ვგრძნობდი და არც ბევრი საუბრით მაწყენდა თავს. თან, ფიზიკურად იმდენად უნაკლო და ლამაზი იყო, სულ მინდოდა, მეყურებინა. თან, ჩემი თავის მიკვირდა, ასეთ მოკლე დროში, ისე როგორ შემაჩვია თავი, რომ სულ მაზე ვფიქრობ და მის გარეშე ვერ ვძლებ-მეთქი. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, ამ გოგოსთვის დამეკავშირებინა ბედი. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შევთავაზე და დამთანხმდა. ჩემებს ვუთხარი: არ მინდა პომპეზურობა, ქორწილები და წვეულებები, უბრალოდ, ერთად გვინდა ცხოვრება-მეთქი და ცალკე, ოროთახიან ბინაში გადავედით. სანამ ორსულად დარჩა, ბედნიერი ვიყავი, მერე კი ყველაფერი აირია. თავისი ნამდვილი ხასიათი გამოაჩინა და ერთ დღესაც გამომიცხადა: შენ ხომ არ გეგონა გათხოვებაზე ვოცნებობდი? უბრალოდ, მინდოდა, შვილი გამეჩინა კაცისგან, რომელიც ყურადღებას მოგვაქცევდა, იქნებოდა განათლებული, წარმატებული და კარგი ოჯახის შვილი, სულ ესაა, თორემ მე ოჯახის დიასახლისი რომ არ ვიქნები და ქმრის ერთგული და მორჩილი, კი ხედავო. ელდა მეცა, თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს... ფაქტია, ჩემმა ნაჩქარევმა გადაწყეტილებამ და ვნებებზე აყოლამ ცხოვრება დამინგრია და ასეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა. დღეს მისგან შვილი მყავს და ვალდებულება, რომ ჩემი შვილიც და დედამისიც უზრუნველი მყავდნენ ფინანსურად. რასაკვირველია, ერთად აღარ ვცხოვრობთ, თუმცა შვილი მიყვარს და ხშირად მივდივარ მის სანახავად. არ მიოცნებია ასეთ ცხოვორებაზე, მაგრამ ასე გამოვიდა და ახლა ვერაფერს შევცვლი. თუმცა შვილი ქვეყანაზე ყველაფერს მირჩევნია. არ ვიცი, მომავალში მოვიყვან თუ არა ცოლს, მაგრამ ასე რომ აღარ ავჩქარდები და ვნებას არ ავყვები, დარწმუნებული ვარ.
ზვიადი, 34 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან