ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.09

ჩერჩილი: პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში პრობლემას ხედავს, ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყველა პრობლემაში.
ჩესტერფილდი: უმჯობესია, ადამიანებს დაამახსოვრდე რაღაცით, ვიდრე არაფრის გამო დაგივიწყონ.
მონტენი: კარგად გააზრებული პრობლემა სანახევროდ უკვე გადაჭრილია.
ოტია იოსელიანი: ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას კი ნუ ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.
ჰიუგო: იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაკარგო დრო ამის დასამტკიცებლად.
ანდრე მორუა: სკოლის ამხანაგები საუკეთესო აღმზრდელები არიან, ვიდრე მშობლები, რადგან მათ შებრალება არ იციან.
ვოლტერი: რაც უნდა მაღლა აფრინდე, არ დაივიწყო, ვისთან ერთად დახოხავდი.
ჰემინგუეი: ადამიანი შეიძლება, გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.
გოეთე: როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ, შეწყვიტე კამათი, რადგან თუ ლაპარაკს გააგრძელებ, უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი.
ნეტარი ავგუსტინე: არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.
მარკოზ მოსაგრე: ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, მას არ აქვს ენა, რომ სხვა ადამიანის საქმეებზე ილაპარაკოს.
ისააკ ასური: თუ გსურს, რომ უფალი გიცნობდეს, ადამიანთათვის, შეძლებისდაგვარად, უცნობად დარჩი.
ჟვანეცკი: როცა პოეტი გაფილოსოფოსდება, იტყვიან დაჭკვიანებულაო. როდესაც ფილოსოფოსი გაპოეტდება, იტყვიან გასულელებულაო.
აინშტაინი: ჭკვიანების უპირატესობა ის არის, რომ ყოველთვის შეუძლიათ, სულელები იყვნენ, პირიქით კი – შეუძლებელია.
სტივენ კოვი: მენეჯმენტი რამის სწორად კეთებას გულისხმობს, ლიდერობა კი – სწორი რამის კეთებას.
შოუ: რაც უფრო თხელია ყინული, სულ უფრო მეტად სურს ყველას, დარწმუნდეს, გაუძლებს თუ არა ის მათ.
ტვენი: კომპლიმენტებს ჭკვიანი ქალი ქმრის შესაფასებლად იყენებს, უჭკუო კი – საკუთარი თავის შესაფასებლად.
შანელი: ყველა ქალს მოსწონს, როცა ყვავილებს ჩუქნიან, მხოლოდ მანამდე, სანამ არ გაიგებს, რომ სხვებს ბრილიანტები აჩუქეს.
ბრიუერი: თუ არარაობა დედაკაცია, გამოდის, რომ ყველაზე ლამაზი არარაობა ყოფილა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...