ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.08, 2022 წელი

ლესინგი: უკეთესია, მოითმინო უსამართლობა, ვიდრე ჩაიდინო ის.
კელვინ კულიჯი: ადამიანს პლუს კანონი უკვე უმრავლესობაა.
დენი დიდრო: სასწაული უფრო ხშირად იქ ხდება, სადაც მისი სწამთ, სადაც მისი მეტად სჯერათ.
სენეკა: სადაც არის ადამიანი, იქ არის მეგობრობის შესაძლებლობაც.
შოუ: ჩვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ დროს ვხარჯავთ იმაზე ფიქრში, ვართ თუ არა ბედნიერი.
ჩერჩილი: სიტუაციის გამოყენება ცოტაა, უნდა შეგეძლოს სიტუაციის შექმნა.
გოეთე: ორ მოჩხუბარს შორის დამნაშავეა ის, ვინც მათში ჭკვიანია.
ცვეტაევა: თუკი ზურგიდან სულელს მოგაძახებენ, ეს იმის საბაბი არაა, რომ უკან გაიხედო.
მონტენი: მორბენლებს შორის გაჩერდი, მყვირალთა შორის გაჩუმდი.
ბასილი დიდი: როგორც ჭიაღუა რბილ ნაყოფს ადვილად უჩნდება, ასევე, იმ ადამიანებში ჩაისახება მწუხარება, რომლებსაც მეტად ფაქიზი ზნეობა აქვთ.
ეფრემ ასური: ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ საქციელი. ჩვენი წინაპარი ადამი სამოთხეში დაეცა. მართალმა ლოთმა კი სოდომშიც დაიცვა თავი.
ნილოს სინელი: ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისთვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.
ციცერონი: საკუთარ თავზე მბრძანებლობა უდიდესი ძალაუფლებაა.
ვოვენარგი: მნიშვნელოვან საქმეებს მსუბუქად უნდა მიუდგე, უმნიშვნელოებს კი – სერიოზულად.
ბროდსკი: სულელი შეიძლება ყრუ და ბრმა იყოს, მაგრამ მუნჯი – არა.
მოპასანი: ქალს მართლაც აქვს ერთი ადგილი, რომლის შეხებისას მისი ჭკუიდან შეშლა შეიძლება... ეს არის სული.
მერლინ მონრო: არ არსებობს ქალი, რომელსაც სუნამო არ უყვარს. არსებობენ ქალები, რომლებმაც თავისი სურნელი ვერ იპოვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან