ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№49

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.12, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

თაგორი: თუ მარტო შენი თავის გადარჩენას ეცდები, ჯოჯოხეთში მოხვდები, ხოლო თუ სხვის გადარჩენას, მაშინ შენც გადარჩები.

მონტენი: არ ეცადო, იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება.

რუსო: არასდროს მოატყუო და აწყენინო ადამიანს, რომელიც შენს თვალებში საკუთარ ცხოვრებას ხედავს.

ტოლსტოი: ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა, ადამიანებს რომ ერთმანეთზე ლაპარაკის ნაცვლად ერთმანეთთან ლაპარაკი შეეძლოთ.

ჯონ სტეინბეკი: ბევრად უფრო ბნელა, როცა სინათლე იკლებს, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, საერთოდ რომ არ იყოს სინათლე.

ჰეგელი: ფიქრი და სიყვარული სხვადასხვა რამეა. აზრი თავისთავად მიუწვდომელია სიყვარულისთვის.

ჯეფერსონი: ბედნიერებას არც სიმდიდრე მოგიტანს და არც ფუფუნება, არამედ მხოლოდ სიმშვიდე და რაიმეს კეთება.

ფრანკლინი: ვისაც სჯერა, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, ესე იგი, მან ფულის გულისთვის ყველაფერი გააკეთა.

გურჯიევი: ნუ ეცდები, ვინმეს გაუღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიც არის: სიბრალული, აღტაცება და თანამზრახველობა.

ჯონ კენედი: არასდროს ინატრო მსუბუქი ცხოვრება, ინატრე, გახდე ძლიერი.

ვოლტერი: ადამიანებზე პასუხებით კი არა, შეკითხვების მიხედვით უნდა ვმსჯელობდეთ.

ლაო ძი: თუ იმაზე იფიქრებთ, რას ფიქრობენ სხვები, ყოველთვის მათი ტყვე იქნებით.

ჩერჩილი: ძლიერ ადამიანებს არ უყვართ საკუთარი სისუსტეების მოწმეები.

ჩესტერფილდი: კარგი აღზრდა – ეს არის თვისება, დაფიქრდეთ, თუ რა ბევრს ფიქრობთ საკუთარ თავზე და რამდენად ცოტას – სხვაზე.

ვოვენარგი: ნაკლებად გტკივა, როცა შენთვის სულ ერთია.

უაილდი: ცოლ-ქმარს უნდა ჰქონდეს რაღაც საერთო, რომ ერთმანეთს გაუგონ და უნდა განსხვავდებოდნენ რაღაცით, რომ ერთმანეთი უყვარდეთ.

ფროიდი: ვისაც ბევრი ქალი უყვარს, იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...