ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.05, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

აბულ ფარაჯი: ცუდ დროს მოჰყავს ძლიერი ადამიანები. ძლიერ ადამიანებს მოჰყავთ კარგი დრო, კარგი დრო შობს სუსტ ადამიანებს, სუსტ ადამიანებს კი მოჰყავთ ცუდი დრო.

ჯეფერსონი: საბანკო დაწესებულებები გაცილებით საშიშია, ვიდრე რეგულარული არმია.

ბერნარი: გაკოტრება კანონიერი პროცედურაა: ამ დროს ფულს მშვიდად გადაიდებთ გულის ჯიბიდან შარვლის ჯიბეში და კრედიტორებს პიჯაკს გადასცემთ.

ოთარ ჭილაძე: ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის.

ვაჟა: ადამიანის ფიქრის ერთი საქებარი თვისება მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

მიქელანჯელო: არც მტერი მინდა და არც მოყვარე, ორივე ერთნაირად მიშლის ხელს.

განდი: სიმშვიდით შენ შეგიძლია, მთელი სამყარო შეძრა.

შალვა ამონაშვილი: ყველა სიძნელე საკუთარი თავის განახლებას ნიშნავს.

ბესიკ ხარანაული: დაანებე თავი! ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს. გამოსწორებაში შენ შეიცვლები.

დალაი ლამა: სამყაროს პრობლემა ისაა, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები – თავდაჯერებულობით.

ბუკოვსკი: თუ კი თქვენ სინდისი სულ აღარ შეგრჩათ და ხვდებით ამას, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სინდისი ჯერ კიდევ გაქვთ.

ცვაიგი: ეჭვი ადამიანის გონების სასტიკი მტერია.

ტვენი: ყოველთვის სწორად მოიქეცი. ეს გაუხარდება რამდენიმე ადამიანს და გააკვირვებს ყველა დანარჩენს.

სპარქსი: რაც გაგიკეთებიათ და არ გაგიკეთებიათ, იმაზე ორჯერ არ იფიქროთ.

ესქილე: მე ვთხოვე ღმერთს, დავეცავით ტკივილისგან მე და ჩემი ახლობლები, მაგრამ მან მითხრა: არა, ჩვენ ერთად ვიტანჯებით და ვიმარჯვებთ ტკივილებზე.

უელბეკი: ყველა ქალს სხვებზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია, ქვეყნად სარკე გამოიგონეს.

შოპენჰაუერი: ქალი ნამდვილი კალკულატორია – გვიმატებს პრობლემებს, გვაკლებს დროს, ამრავლებს ხარჯებს და ყოფს ქონებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა