ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მონტენი: დუმილი ოქროა, მაგრამ საჭირო დროს დუმილი – სიბრძნე.

ტოლსტოი: ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ვერ იტანენ, იმ ხალხსაც ვერ იტანენ, ვისაც სითამამე ჰყოფნით მის სათქმელად.

ოდრი ჰეპბერნი: რას ამბობს ადამიანი სხვებზე ბევრად უკეთესი დასკვნის საშუალებას იძლევა მისი პიროვნების შესახებ, ვიდრე ის, თუ რას ამბობენ სხვები მასზე.

რაბინდრანათ თაგორი: უხეშ სიტყვას სჯობს, არ უპასუხო. თვალში ნაგვის ნამცეცი რომ ჩაგივარდეს, არ უნდა მოისრისო, ამით ტკივილი უფრო გაგიგრძელდება.

ჩესტერფილდი: ადამიანს სიყვარულზე მეტად გაგება სჭირდება.

რუზველტი: გააკეთე, რაც შეგიძლია იმით, რაც გაქვს და იქ, სადაც ხარ.

რუსო: სხვისი სახლის დალაგება შეუძლებელია, როცა შენი სახლი ჯერ კიდევ არეულია.

ვოლტი: შეუძლებელია იმ ადამიანის შეცვლა, რომელიც თავის ქცევებში პრობლემებს ვერ ხედავს.

ბუასტი: სჯობს, თქვა სიმართლე, რომელიც ჯერ გატკენს, შემდეგ განგკურნავს, ვიდრე თქვა ტყუილი, რომელიც დაგამშვიდებს, მერე კი მოგკლავს.

ილია მეორე: თუ გინდა, გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება, თუ გინდა, სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.

იოანე ოქროპირი: თუ ღმერთს დაუჩოქებ, ის შენ გვერდით დადგება, ხოლო როცა ის შენ გვერდით დადგება, წინ ვეღარავინ გადაგეღობება.

იოანეს სახარება: თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?

სტენდალი: ტვინი, მართალია, არ ჩანს, მაგრამ როცა საკმარისი არ არის, შესამჩნევია.

ოთარ ჭილაძე: დაეხმარე გვერდით მყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.

თემურ ბაბლუანი: სიყვარულს, ასე თუ ისე, სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჯჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები.

ჟვანეცკი: ქალებს უყვარდებათ ის, რაც ესმით, ხოლო კაცებს – რასაც ხედავენ. ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები იტყუებიან.

ნიცშე: ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი