ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.04
ციცერონი: როდესაც იარაღი გრგვინავს, კანონები დუმს.
დეკარტი: დააზუსტეთ სიტყვების მნიშვნელობა და კაცობრიობას ცდომილებათა ნახევრისგან გაათავისუფლებთ.
ვოვენარგი: რაც უფრო მეტს ხედავ და გესმის, მით უფრო ჩუმი ხდები.
მონტენი: მეგობარი ის კი არ არის, ვინც სულში გიძვრება, არამედ ის, ვინც შენს სულს უმკურნალებს.
რუსო: დაივიწყე შენი ასაკი. თუ ცხოვრებაში მიზანი გაქვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ.
ნიცშე: სჯობს, რეგვენი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი და სხვისი აზრებით.
ვოლტერი: წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან.
ჩესტერფილდი: სინამდვილეში ნამდვილი ღირებულება აქვს მხოლოდ იმას, რაც სამუდამოდ არ გრძელდება.
სეგური: მიეცი ადამიანს ძალაუფლება და შენ დაინახავ, ვინ არის ის.
მამა გაბრიელი: სიკეთე ყველას გაუკეთე, შურიანს – არა! ისიც შეშურდება, რომ კეთილი ხარ და მეტად გაბოროტდება.
ეფრემ ასური: რწმენა არ ნიშნავს, რომ აღარ გექნება განსაცდელი. რწმენა ნიშნავს, რომ განსაცდელში მარტო არ ხარ.
იოანე ოქროპირი: არავინ განსაჯო. ყველა წმიდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს – მომავალი.
ბუასტი: უყურადღებობა კლავს იმას, რაც არსებობს და იმასაც, რასაც შეიძლება, ეარსება.
აინშტაინი: ინტელექტის ნამდვილი ნიშანი ცოდნა კი არა, ფანტაზიაა.
შოპენჰაუერი: ვინც ქმედებებზე დაკვირვებას ისწავლის, სიტყვებით არასდროს მოტყუვდება.
ჟვანეცკი: არსებობენ სამი ტიპის ადამიანები: მშიერნი, დანაყრებულნი და გაუმაძღარნი.
ბაირონი: ღამე აელვარებს ვარსკვლავებსა და ქალებს.
ჯებრანი: მამაკაცები, რომლებიც ქალებს პატარა ნაკლსაც არ პატიობენ, ვერასოდეს დატკბებიან მათი დიდი ღირსებებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

