ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: ადამიანის ხასიათი არის ძალმომრეობა საკუთარ თავზე, ხოლო ადამიანის ტალანტი – ძალმომრეობა სხვაზე.

ტოლსტოი: როგორც კი მომწიფდები, მიხვდები, რომ დუმილი უფრო ძლიერია, ვიდრე რაიმეს დამტკიცება.

ვოლტერი: რასაც გამოაჩენ, იმაზე მეტი უნდა გქონდეს და რაც იცი, იმაზე ნაკლები უნდა ილაპარაკო.

მამარდაშვილი: გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

ვეისი: თუ ნეგატიურ სიტუაციაში შეგიძლია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, გაიმარჯვებ.

მილერი: ამ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ სიკვდილის გადატანა არ შეგვიძლია, ყველაფერ დანარჩენს გადავიტანთ.

ეშენბახი: დაუტოვე დანაშაულის გრძნობა მას, ვინც ამას შთაგაგონებს.

დოსტოევსკი: ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს, კარგიც კი არის, იმიტომ რომ ბოლოს სიმართლეს აჩენს. ის არის საწყენი, რომ ტყუიან და თავიანთ სიცრუეს თავადვე სცემენ თაყვანს.

ბუკოვსკი: თუ სიყვარულის უნარი გაქვს, უპირველესად საკუთარი თავი შეიყვარე.

მამა გაბრიელი: იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე... ამაზე დიდი არაფერია.

პაისი ათონელი: ჩვენ კიდევ ვერ გავითავისეთ, რომ მონანიებით შესაძლებელია ღმერთის გადაწყვეტილების შეცვლა.

ილია მეორე: მტერს პატიება უნდა დაანახვო, მეგობარს – გული, შვილს – კარგი მაგალითი, მამას – პატივისცემა, დედას – შენი საამაყო ქცევა, საკუთარ თავს – შენივე ღირსება, ყველა სხვას – გულმოწყალება.

გოდერძი ჩოხელი: მაპატიე, ღმერთო, ისე ვილოცე, როგორც შევძელი.

მონტენი: სიყვარული არის საკუთარ სულში მოთავსებული სხვისი განცდა.

ვოვენარგი: გამართლება კი არა, წასასვლელი გზა მოუძებნეთ უღირს ადამიანებს.

ბუასტი: თუ კარგი ადამიანი ხარ, ადამიანებს კი არ კარგავ, ისინი გკარგავენ შენ.

ეჟენი გრანდე: არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ, მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ.

ბალზაკი: თუ ქალი არავის ნებდება, ესე იგი, სურს, ყველა შეინარჩუნოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი