ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

აბრაამ ლინკოლნი: რვა საათი რომ მქონდეს ხის მოსაჭრელად, ექვს საათს ცულის გასალესად დავხარჯავდი.

სამსონ ფირცხალავა: ვაი იმ ერს, რომელიც სხვის მიზანს ემსახურება, სხვისი იარაღი გამხდარა, ვინც ბედნიერებას სხვისგან გამოელის.

შოუ: მას, ვისაც არაფრის სჯერა, ყველაფრის ეშინია.

ლესინგი: სიხარულის ლოდინი უკვე სიხარულია.

ბუდა: ის აზრი, რომ ვინმეს შეუძლია, გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს, უბრალოდ, სასაცილოა.

ვოვენარგი: არავინ იცის, რამდენ ძალისხმევას დებ, რომ შენს სახეზე ტკივილი არ გამოჩნდეს და ეს ტკივილზე უფრო რთულია.

მაჰათმა განდი: თუ რაღაც ჩემში არ მოგწონს, საკუთარ თავში გააუმჯობესე.

კამიუ: ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ, მაგრამ დროდადრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.

კონსტანტინე: როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი.

როკფელერი: ის, ვისაც თავი ყველაფერში მართალი ჰგონია, საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლის.

ბერი პაისი: სიყვარული არ იკარგება, მას უფალი ასმაგად გვირუნებს უკან.

ამბა მოსე: ყველაზე მკაცრი სასამართლო შენს სულშია, ვერც მოატყუებ და ვერც დაინდობ.

ნილოს სინელი: ის, რომ ადამიანს ტვირთის ტარება შეუძლია, არ ნიშნავს, რომ მისთვის მძიმე არ არის.

შილერი: ტკივილი ცვლის ადამიანებს, ზოგი უხეში ხდება, ზოგი კი – ჩუმი.

ვოლტერი: ზოგჯერ ცოდვებს ნანობ, ზოგჯერ – შეცდომებს, ზოგჯერ კი – ადამიანებს.

რუსო: თუ ადამიანი განაგრძობს შენს სიყვარულს მას შემდეგ, რაც გული ატკინე, გილოცავ, შენ ის იპოვე, რომლის მსგავსიც არ არსებობს.

ჰაინე: პატიობენ მათ, ვინც უყვართ... დანარჩენს ემშვიდობებიან.

მოლიერი: სხვანაირად ბრწყინავ, როცა სწორ ადგილას ხარ.

ბენ გურიონი: ქალი არის აქლემი, რომელიც მამაკაცს უდაბნოს გადალახვაში ეხმარება.

რობერტ დე ნირო: ზოგიერთი ადამიანი თავს კაცად იმიტომ მიიჩნევს, რომ ქალი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი