ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.02
ნიკო ნიკოლაძე: თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ჭკუას არ გავანძრევთ, ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ.
სტალინი: მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია არის ხალხის ძალაუფლება, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა გასაგებად ამიხსნა, რომ დემოკრატია – ეს არის ამერიკელი ხალხის ძალაუფლება.
ციცერონი: თავშეუკავებელი ახალგაზრდობა მოხუცებულობას გადასცემს გაცვეთილ სხეულს. ენერგია არაა უსასრულო და სხეული, რომელსაც ადრე არ უფრთხილდებოდნენ, საფასურს მოითხოვს.
შოუ: დაბერება მოსაწყენია, მაგრამ ერთადერთი საშუალებაა, იცხროვრო დიდხანს.
გოეთე: ბედნიერს არ სჯერა საოცრებების.
ბეკონი: არასდროს ეკამათოთ სულელს, ხალხმა შეიძლება, ვერ შენიშნოს განსხვავება.
ლესინგი: ნამდვილად სჯობს, ითმინო უსამართლობა, ვიდრე თვითონ ასრულებდე მას.
პაისი ათონელი: ღმერთი არ დაუშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელს, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება.
იოანე ოქროპირი: რა არის ღმერთი? ყველაფერი, რასაც ხედავ და ყველაფერი, რასაც ვერ ხედავ.
ეფრემ ასური: ღმერთის შიში მაშინ ფასობს, როცა სინდისიც ცოცხალია.
ჩერჩილი: ჭკვიანი ადამიანი თვითონ არ უშვებს ყველა შეცდომას – ის სხვებსაც აძლევს შანსს.
მურაკამი: ჩემს ცხოვრებაში შემოდიან ისინი, ვისაც სურს და მიდიან – ვისაც სურს. მაგრამ, არის საერთო წესები ყველა სტუმრისთვის: შემოსვლისას ფეხები გაიწმინდეთ, წასვლისას კარი გაიხურეთ.
მუჰამედ ალი: ნებისყოფა უნდა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ოსტატობა.
მაკიაველი: რადგან სამი სახის ჭკუა არსებობს: ერთი ყველაფერს აღწევს თვითონ; მეორეს შეუძლია, გაიგოს ის, რას მიაღწია პირველმა; მესამე თვითონ ვერაფერს აღწევს და სხვის მიერ მიღწეულიც არ შეუძლია, გაიგოს. პირველი ჭკუა შესანიშნავია, მეორე – მნიშვნელოვანი, მესამე – უვარგისი.
ტვენი: ქალს დიდხანს ახსოვს ყვავილები, რომლებიც არ მიართვი.
ჟვანეცკი: ყველა ქვეყნის სათავეში ქალი რომ იყოს, ომი აღარ იქნება, ქვეყნები ერთმანეთს, უბრალოდ, არ დაელაპარაკებოდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

