ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: ომი იმიტომ კი რ არის საშინელი, რომ ადამიანები კვდებიან, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს ადამიანები მდიდრდებიან.

ფროიდი: სექსის გარეშე ადამიანი სულ სექსზე საუბრობს, მშიერი ადამიანი – სულ საჭმელზე, უფულო ადამიანი – ფულზე, ოლიგარქები და ბანკირები – მორალზე.

დოსტოევსკი: ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა.

ეშენბახი: როდესაც შენს პრინციპებზე მიდიხარ, ყურადღებით იყავი, ფეხი არ წამოჰკრა შენს სიამაყეს.

ტვენი: სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და რომელსაც ხედავს ბრმა.

გოეთე: შეგნებულად მიყენებული ტკივილი – ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ღალატს ვეძახით.

ბუასტი: ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა ცხადში გაღვიძებაა.

ლაროშფუკო: ადამიანის ნამდვილ სახეს მაშინ დაინახავ, როცა აღარ დასჭირდები.

იოანე ოქროპირი: როცა რაიმე ცუდი მოხდება, ყოველთვის იკითხე: „რას მასწავლის, უფალო, მე ეს?“ დანარჩენი სხვა კი უფალს მიანდე.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ღალატობდე ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას.

ეფრემ ასური: როცა გული სუფთა გაქვს, ღმერთი შენკენაა! როცა ღმერთი შენკენაა, შეუძლებელი არაფერია.

ვოვენარგი: შენი სახლი იქ არის, სადაც მშვიდად არიან შენი აზრები.

მონტენი: ადამიანს შეუძლია, სხვაში დაინახოს მხოლოდ ის, რასაც თავად წარმოადგენს.

რუსო: თავიდან მოექეცი ყველას ისე, როგორც აღგზარდეს, შემდეგ კი – როგორც დაიმსახურებენ.

ვოლტერი: არ მოუყვე ადამიანებს ბევრი შენ შესახებ. იმიტომ, რომ შურის მომენტში ბრმას თვალები ეხილება და მუნჯი ლაპარაკს იწყებს.

ბრიუერი: მამაკაცები უფრო ამტანები არიან, ვიდრე ქალები. ქალი წამოწვება ცოტა ხნით, მაგრამ ვერ ითმენს, წამოდგება და მიდის, რომ რამე გააკეთოს. მამაკაცები კი განაგრძობენ წოლას და იტანენ.

ჯიბრანი: ქალს, რომელსაც გუნება გამოუკეთდება წიგნით, ლექსით, სიმღერით, ვერავინ დაამარცხებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი