ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

შოპენჰაუერი: როდესაც ადამიანს აღარაფერი აქვს საამაყო, ის ამაყობს თავისი ეთნიკური წარმომავლობით.

ვოვენარგი: ერთგულებას დრო სჭირდება, ღალატი კი წამის საქმეა.

მონტენი: დუმილი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არაფერი გაქვს სათქმელი. შესაძლოა ნიშნავს, რომ გაათვითცნობიერო. სიტყვები ზოგჯერ არ არის საჭირო.

პიუზო: ყველაზე ძლიერი მაშინ ხდები, როდესაც აცნობიერებ, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება.

ფროიდი: ნერვოზი არის ნორმალურ ადამიანთა რეაქცია არანორმალურ ქმედებებზე.

პლატონი: მშიერ ადამიანს მშვიდობის მტრედს ნუ გაუგზავნი. ის შეჭამს მას. შიმშილი სიბრძნისთვის ყრუა მაშინ, როდესაც უსამართლობა აქრობს კეთილშობილებას ნათელ სულებში.

ბუასტი: საბოლოოდ ყველა გადავიხდით იმის ფასს, თუ როგორ ვექცეოდით სხვა ადამიანებს.

ჩაპლინი: კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო, რადგან სიკეთე მზესავით არის – ანათებს და ათბობს.

ავრელიუსი: როცა გარშემორტყმული ხარ ადამიანებით, რომელთაც საერთო მიზნისადმი ძლიერი სწრაფვა აერთიანებს, ყველაფერი შესაძლებელია.

წმიდა ნექტარიოს ეგინელი: არ გაბრაზდე, თუკი ხალხს მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა სჭირდები. შენ იმ სანთელივით ხარ, რომელსაც ყველაზე ბნელ წუთებში ანთებენ.

ბერი პაისი: არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აკლიათ, ამასთან ერთად, არ აკლიათ სევდაც, რადგან მათ აკლიათ ქრისტე.

იოანე ოქროპირი: თუ ღმერთი მეტყოდა: „მთხოვე ერთი რამ, რასაც ყველაზე მეტად ისურვებდი“, ჩემი თხოვნა იქნებოდა, ჩემი შვილები ატარე იმ გზებზე, სადაც არ იქნება შური, მტრობა, ღალატი და გაუტანლობა.

ალექსანდრე დიუმა (უფროსი): არსებობს იმდენად შეუფასებელი სიკეთე, რომლის გადახდაც მხოლოდ უმადურობით შეიძლება.

ვოლტერი: დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ არაფერს აფასებენ.

ჯიბრანი: და თქვა ღმერთმა: შეიყვარე მტერი შენი... მე დავუჯერე მას და შევიყვარე საკუთარი თავი.

შლაიხი: ქალი უფრო ღირებულია თუ მამაკაცი? ვინც ამ კითხვას უპასუხებს, შეძლებს თქვას, ცეცხლი სჯობს თუ წყალი.

შოუ: კაპიკები, რომელსაც ქალი ზოგავს და აგროვებს, მამაკაცის გამომუშავებულზე ძვირად ფასობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი