ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.01

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

აკიაველი: ადამიანები ხშირად უფრო იმათ ეთვისებიან, ვისაც თვითონ გაუკეთეს სიკეთე, ვიდრე იმათ, ვინც სიკეთე მათ გაუკეთეს.

პლუტარქე: თუ გინდათ, იგრძნოთ იმის ფასი, თუ რას ფლობთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაკარგეთ ის.

კონფუცი: ებრძოლეთ სიავეს თქვენში და არა სხვებში.

რუსო: ნდობა და პატივისცემა კი არ უნდა მოითხოვო, უნდა დაიმსახურო.

მიხეილ ჯავახიშვილი: ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება.

ოშო: არცერთ საზოგადოებას არ სურს, რომ გახდე ბრძენი. ეს ყველა საზოგადოების ინვესტიციის წინააღმდეგია. თუ ადამიანები ბრძენნი არიან, მათი ექსპლუატაცია შეუძლებელია.

მურაკამი: ადამიანის სიკეთე იქამდე უნდა დაიმახსოვრო, სადამდეც იცოცხლებ და არა იქამდე, სადამდეც გჭირდება.

დოსტოევსკი: ევოლუციის მწვერვალი არის, გიყვარდეს ერთი, ოღონდ ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო და გაანადგურო.

შექსპირი: გიყვარვარ თუ გძულვარ, ორივე ჩემს ინტერესებშია. თუ გიყვარვარ, შენს გულში ვარ მუდამ. თუ გძულვარ – შენს ტვინში.

იოანე სინელი: ყველაფერი, რაც წინ არის, იმაზე უკეთესია, რაც უკან დარჩა.

იოანე ოქროპირი: თუ შენი არ არის, ნუ აიღებ. თუ არასწორია, ნუ გააკეთებ. თუ სიმართლეს არ შეესაბამება, ნუ იტყვი. თუ არ იცი, გაჩუმდი.

ბასილი დიდი: ადამიანს, რომელსაც გულახდილად და უანგაროდ შეუძლია თქვას რიგი სიტყვებისა, როგორიცაა: მაპატიე, ჩემი ბრალია, გმადლობთ, არ ვიცი – ნამდვილად დიდი ადამიანია.

რანევსკაია: ყველაფერი სასიამოვნო ამქვეყნად ან მავნებელია, ან ამორალური, ანდა მას სიმსუქნემდე მივყავართ.

ჰიპოკრატე: სანამ ვინმეს განკურნავ, ჰკითხე, მზად არის თუ არა, უარი თქვას იმაზე, რაც მას აავადებს.

მონტენი: ტკივილი, რომელსაც შენ არ განიცდი, ასატანი გეჩვენება.

ვოვენარგი: ვერავინ ვერასდროს მიხვდება, რამდენს აკეთებ მისთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ.

ბოდლერი: თუ ქალს გაამართლებთ, ის მზად იქნება საკუთარი დანაშაული აღიაროს.

შოუ: მეგობრობა კაცსა და ქალს შორის – ეს არის დამოკიდებულება ან ყოფილ, ანდა მომავალ საყვარლებს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 28.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 21.12, 2025 წელი

მერაბ შარიქაძე
ბრძნული აზრები

23:00 16.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 14.12, 2025 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

19:00 07.12, 2025 წელი

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი