ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.01
რუშდი: რთული ცხოვრება წარმოშობს გენიოსებს. გენიოსები ქმნიან კომფორტს. კომფორტი წარმოშობს ზარმაც ადამიანებს. ზარმაცები ქმნიან რთულ ცხოვრებას.
მურაკამი: თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურს, მაშინ ცხოვრება უინტერესო გახდება.
სოკრატე: თუ ადამიანს ცოტა მეგობარი ჰყავს, ნიშნავს, რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.
არისტოტელე: ერთნი აგროვებენ, თითქოს მუდმივად უნდა იცოცხლონ, სხვები ხარჯავენ, თითქოს მაშინვე უნდა მოკვდნენ.
ვოლტერი: ის, რასაც საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ, ჩვენთან ერთად კვდება. ის, რასაც სხვებისთვის ვაკეთებთ, რჩება და მარადიულია.
ბუასტი: როცა ყვავილი მოგწონს, შენ მას წყვეტ, ხოლო, როცა ის გიყვარს, ყოველდღე რწყავ.
სეგური: ხალხი შენს სიძულვილს მაშინ იწყებს, როდესაც შენს ცხოვრებას ვერ აკონტროლებს.
სენეკა: ვერ გამოასწორებ იმ ადამიანს, ვინც თავის საქციელში ცუდს ვერაფერს ხედავს.
იოანე სინელი: ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება.
იოანე ოქროპირი: ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
ბასილი დიდი: თუ ღმერთმა ვინმე წაშალა შენი ცხოვრებიდან და ეს მტკივნეულია, დამიჯერე, კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა მისი დარჩენა. ღმერთს შეუძლია, დაინახოს ის, რასაც შენ ვერ ხედავ.
ვოვენარგი: პატიება იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ის განკურნოს, ვინც გაწყენინა, არამედ იმისთვის, საკუთარი თავი რომ განკურნო.
მონტენი: მოუყევი ხალხს შენი უბედურება და იტირებენ სიხარულისგან.
რუსო: ხანდახან ადამიანების დაკარგვა საკუთარი თავის აღმოჩენაში გვეხმარება.
ბეგბედერი: არსებობს ორი ვარიანტი: ან გაფასებენ, ან გიყენებენ. მთავარია, დროზე მიხვდეთ განსხვავებას.
ჩესტერტონი: კაცი, როდესაც ქუდს მისდევს, იმდენად სასაცილო არ არის, როგორც მაშინ, როდესაც ქალს მისდევს.
შანელი: ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები მარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

