ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
ჩერჩილი: რაც უფრო ღრმა ტყუილში ცხოვრობს საზოგადოება, მით უფრო ეზიზღება მას სიმართლის მთქმელი.
მონტენი: გეშინოდეთ მომთმენი ადამიანების მრისხანების.
ჯემალ ქარჩხაძე: ამქვეყნად მტყუანს ისე არ დევნიან, როგორც მართალს.
ჟორჟ სანდი: სიშორემ გაუცხოება იცის და დრომ – დავიწყება.
გუსტავ იუნგი: ცხოვრება რეალურად 40 წლის ასაკში იწყება. მანამდე თქვენ, უბრალოდ, კვლევას ატარებთ.
რუსო: ადამიანი დუმილში უნდა გაიცნო, თორემ დაძახებით ძაღლსაც ესმის.
კონფუცი: ნუ მიკეთებ სიკეთეს, თუ მერე მაიძულებ, თავი დაგიხარო. სიკეთე უნდა იყოს თავისუფალი, გულით და არა ვალად.
პლატონი: სიღარიბე ქონების შემცირებით კი არ გამოიხატება, არამედ გაუმაძღრობით.
ილია: რაც გინდა, პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში დიდი ადგილი უჭირავს.
ღირსი სილუანე ათონელი: თუ კაცი არ შეინანებს და ისე მოკვდება, რომ ძმას არ შეუნდობს, იქ წავა, სადაც მის სულს დაპატრონებული ეშმაკი ცხოვრობს.
იოანე ოქროპირი: თუ შენ შეუნდობ სხვას, ესე იგი, უფალმაც შეგინდო, ხოლო თუ ძმას არ შეუნდობ, ესე იგი, შენი ცოდვა შენთანვე რჩება.
ბერი პაისი: ოჯახი არის იქ, სადაც კაცი ღმერთისკენ იყურება, ქალი – კაცისკენ და შვილები – მშობლებისკენ.
ვოვენარგი: ხშირად ხდება ხოლმე, რომ გენატრება განა ვიღაცა, არამედ შენივე თავი წლების წინანდელი.
თამაზ ჭილაძე: ზოგს უზრდელობა პრინციპულობა ჰგონია.
ვოლტერი: არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები წყენის მერე რიგდებიან, სუსტები კი შემცვლელს ეძებენ.
კლიუჩევსკი: ზრდასრული ხდება ადამიანი არა მაშინ, როცა დედას არ უსმენს, არამედ მაშინ, როდესაც ხვდება, რომ დედა მართალი იყო.
ლორენი: მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.
ფრანსუა მორიაკი: ყველაზე ძვირი ის ქალები არიან, რომლებიც ფულზე არ იყიდებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


