ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.12, 2025 წელი
მაკიაველი: თუ ხელმწიფეს სურს, მორჩილებაში ჰყავდეს ქვეშევრდომები, ის არ უნდა იყოს ულმობელი.
რემარკი: არ მისცე მარტოობას საშუალება, იმასთან მიგიყვანოს, ვისაც არ ეკუთვნი.
ჰებელსი: რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო სწრაფად დაიჯერებენ მას.
კონსტანტინე: ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
ჩეხოვი: საჭიროა, წვეთ-წვეთობით გამოვწუროთ ჩვენგან მონა.
ილია: ქვეყანა ტაძარი კი არ არის, საცა ადამიანი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.
ჟვანეცკი: აზრი ტრანსპორტივითაა, ვისაც საკუთაარი არ აქვს, საზოგადოებრივით სარგებლობს.
ულოფ პალმე: პატარა ქვეყნის ლიდერი საერთაშორისო საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
ბუასტი: ქვეყანა სავსეა სასიამოვნო საწამლავებით.
ნილოს სინელი: ნუ მელაპარაკები ზედმეტად რელიგიაზე, ნება მომეცი, რელიგია დავინახო.
იოანე ოქროპირი: ვნებიანობა გვაიძულებს, გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.
მამა გაბრიელი: უეჭველია, მძიმე და მწარეა, გყავდეს მტრები, მაგრამ თუ მათგან თავის დაღწევა გსურს, შეიყვარე და კეთილი მიაგე მათ, მაგრამ იშვიათად: სიყვარულითა და სიკეთის ქმნით, რომ არ მორბილდეს ყველაზე სასტიკი გულიც კი და რომ არ მოტყდეს ყველაზე შეუდრეკელი ნებაც კი.
კონფუცი: ჩვენ ვბერდებით მაშინ, როდესაც უარს ვამბობთ ოცნებასა და მოქმედებაზე.
სოკრატე: ვინც არ ზრუნავს თავის სხეულზე, ის ზრუნავს ავადმყოფობებზე.
მონტენი: ეჭვიანობდე – უარესია, ვიდრე იცოდე რეალობა, რეალობას აქვს საზღვრები, ფანტაზიას კი – არა.
პლატონი: არაფერი ისე არ ამტკიცებს ქალაქების ურიგო მოწყობილობას, როგორც ექიმებისა და რჯულმდებლების სიჭარბე.
ბალზაკი: საზოგადოებრივი აზრი? ეს ხომ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა!
შანელი: თუ მამაკაცმა მანქანის კარი გაუღო სხვას, ამის მიზეზი ან ახალი მანქანაა, ან ახალი ქალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



