ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 19:00 07.12
მონტენი: ვირთხები ძალიან ბოროტდებიან, როდესაც იგებენ, რომ გემი, საიდანაც ისინი გაიქცნენ, არ ჩაიძირა.
ბეხტერევი: გადაწყვეტილების მიღება შედეგების გაუთვალისწინებლად შიზოფრენიის პირველი ნიშანია.
ფამუქი: რაც უფრო ნაკლები ტვინი აქვს ადამიანს თავში, მით მეტი ძალა აქვს ენაში.
ვოვენარგი: ადამიანი, რომელსაც ძალა არ შესწევს, ებრძოლოს თავის საქციელს, არ უნდა ლაპარაკობდეს, რა მოსწონს და რა არ მოსწონს სხვისი.
რუსო: ხშირად ადამიანები, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს, სულ სხვაგვარად ყვებიან ისტორიას და დაზარალებულის როლს ირგებენ.
ვებერი: ჩვენ კითხვებს აღარ ვსვამთ მას შემდეგ, რაც აღარ გვჯერა პასუხების.
ბაკმანი: იყო მამაცი, არ ნიშნავს, იყო უშიშარი. ეს ნიშნავს, არ დანებდე შიშის მიუხედავად.
კლიუჩევსკი: მთავარი ის კი არ არის, რა ისწავლე ან რა იცი, მთავარია, რას აკეთებ იმით, რაც იცი და ისწავლე.
ისააკ ასური: თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან.
ეფრემ ასური: ნეტარია, ვინც შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა – წუთისოფლიდან გასვლის წინ.
ნილოს სინელი: ქარი ადამიანის კვალს შლის, პატივმოყვარეობა კი – მოწყალებისას.
პიუზო: ფულით შეიძლება, იყიდო ლოგინი, მაგრამ ძილი არა; წიგნი, მაგრამ ჭკუა – არა, სექსი, მაგრამ სიყვარული – არა, კავშირები, მაგრამ მეგობრები – არა, ხატი, მაგრამ რწმენა – არა.
ვოლტერი: როდესაც ადამიანს მძიმე პერიოდში ეხმარები, დააკვირდი მის ბედნიერ სახეს და მიხვდები, რისთვის ღირს ცხოვრება.
ნიცშე: ყველამ, ვინც ოდესმე ახალი სამოთხე ააგო, თავდაპირველი ძალა საკუთარ ჯოჯოხეთში იპოვა.
მანიანი: როდესაც მამაკაცები საკუთარ თავს უვლიან, ამას ფიქრს უწოდებენ, ხოლო როდესაც ქალი აკეთებს ამას, მაკიაჟს ეძახიან.
ლორენი: მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


