ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

მაჰათმა განდი: ყველაზე საშიში მტერი კოლონიზატორი და ოკუპანტი კი არა, ოკუპანტის მიერ გამოწვრთნილი შენი თანამემამულეა.

მონტენი: ზოგიერთ შეცდომას სწორ ადგილას მივყავართ.

რუსო: დედამიწაზე ყველაზე საშიში ცხოველი ყალბი მეგობარია.

სიუნ ცზი: თუ ერთსაათიანი ბედნიერება გინდა – წაუძინე, თუ გსურს ბედნიერება ერთი დღით – სათევზაოდ წადი, თუ გინდა ბედნიერება ერთი წლით – მსუყე მემკვიდრეობა უნდა მიიღო. თუ გსურს, მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო – ვინმეს დაეხმარე.

სტივენ კინგი: ნიჭი სუფრის მარილზე იაფია. უბრალოდ, ნიჭიერს წარმატებულისგან დიდი შრომა განასხვავებს.

ფორდი: სადღაც ვიღაც ახლა აკეთებს იმას, რაც შენ შეუძლებელი გეგონა.

როკფელერი: თუ არ ხარ მზად, რომ შეცდე, ვერასოდეს მოიფიქრებ რაიმე ორიგინალურს.

ჯიმ რონი: ისწავლე, როგორ იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს და სანამ მიიღებ ყველაფერს, რაც გსურს.

მამა გაბრიელი: თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიგრძნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა.

ბასილი დიდი: იცრუო და მოატყუო, ნიშნავს, უფალი გეზიზღებოდეს, ადამიანების კი გეშინოდეს.

ამბა პიმენი: ასწავლე შენს გულს, დაიცვას ის, რასაც ასწავლის შენი ენა.

ჩეხოვი: თუ ადამიანს ბევრი ტკივილი მოაქვს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენ სიხარულს მოიტანს.

ვოლტერი: ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ის ადამიანია, რომელიც უფლებას არ მოგცემთ, დაეცეთ.

ჩინგის ხანი: გეშინია? ნუ გააკეთებ; აკეთებ? ნუ გეშინია; გააკეთე? ნუ ნანობ.

პლატონი: არავინ სძულთ იმაზე მეტად, ვინც სიმართლეს ამბობს.

შანელი: ქალი არ მიგატოვებს დაშვებული შეცდომების გამო. თუ მიგატოვა, ესე იგი, შენ შეცდომა ჩვევაში გადაგეზარდა.

ტვენი: კაცები იქ რჩებიან, სადაც სიმშვიდეა. ქალები კი სიმშვიდეს იქ ქმნიან, სადაც კარგად ექცევიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა