ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.11
მონტენი: ომი რამდენიმე ხნის შემდეგ გამარჯვებულსაც ისე აუბედურებს, როგორც დამარცხებულს.
თალესი: ნეტარყოფა ხორცისა ჯანმრთელობაა, ნეტარყოფა სულისა – ცოდნა.
ფერანი: თვითონ კეთილიც არ უნდა იქმნას წინდაუხედავად, თუ გვინდა, რომ შედეგი ხანგრძლივი იყოს.
რუსო: კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.
ბუასტი: ჭეშმარიტი სულგრძელობა მაშინ არის, როცა ადამიანი თვითონ იკლებს, რომ სხვას დაეხმაროს.
შოუ: კაცს, რომელსაც კბილი სტკივა, ჰგონია, ყველა ბედნიერია, ვისაც ჯანსაღი კბილები აქვს. სიღარიბით გატანჯულ კაცს ასეთივე მცდარი წარმოდგენა აქვს მდიდარზე.
სტივენ კოვი: დამოუკიდებლობა არჩევანია, რომლის მოპოვებაც მხოლოდ დამოუკიდებელ ადამიანებს შეუძლიათ.
პითაგორა: კარგი ადამიანები აკეთებენ იმას, რაც სწორია, თუნდაც ეს მათ საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდეს.
იოანე ოქროპირი: კეთილდღეობა მწუხარების გარეშე საშიშია – მყისეულად მოეწევა ადამიანს უბედურება.
ეფრემ ასური: ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
წმიდა ბასილი დიდი: როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.
შოუ: არასოდეს ეჭიდაოთ ღორებს, თქვენ გატალახიანდებით, მათ კი ეს მოეწონებათ.
მონტესკიე: ადამიანი, რომელიც ცოტას აკეთებს, ბევრს ლაპარაკობს, ხოლო, ვინც ბევრს ფიქრობს, ის ცოტას ლაპარაკობს.
ვოლტერი: ადამიანის გული ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულია.
სეგური: ცოტაა ამ ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომლისთვისაც მართალი საწყენი არ იყოს.
შამფორტი: კაცი საზოგადოების პატივისცემის ღირსი უნდა იყოს, ქალი კი – საკუთარი თავის პატივისცემის.
ჟორჟ სანდი: ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე, შეყვარებული არაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


