ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

გიორგი მაზნიაშვილი: მოსაკლავი იმიტომ კი არ ხართ, რომ გშიათ, მოსაკლავი ხართ იმიტომ, რომ გაძღომის ფასად სამშობლოს უყოყმანოდ გაყიდვა შეგიძლიათ.

ორუელი: ომის მთელი პროპაგანდა – ყიჟინა, სიცრუე და სიძულვილი იმ ხალხისგან მოდის, ვინც არ იბრძვის.

შოპენჰაუერი: ნუ მიაწერთ ადამიანებს ზედმეტ ღირსებას და იმედებიც არ გაგიცრუვდებათ.

ჩესტერფილდი: ჩვენ არ ვიცით ჩვენი ნამდვილი სიმაღლე, სანამ ფეხზე არ წამოვდგებით.

კანტი: მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა. სიბრძნე – ორგანიზებული ცხოვრება.

პრუსტი: ნამდვილი აღმოჩენებით აღსავსე თავგადასავალი შედგება არა ახალი ხედებისგან, არამედ ახალი ხედვებისგან.

ანდერსონი: სიბრძნე გამოცდილებით მოდის. გამოცდილება კი ხშირად სიბრძნის ნაკლებობის შედეგია.

ლაო ძი: როცა ძლიერ უყვარხარ, ეს ძალას განიჭებს, როცა ძლიერ გიყვარს, სიმამაცე გემატება.

ნილოს სინელი: ჩვენი სულიერება – ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც არავინ გვიყურებს.

ნეტარი ავგუსტინე: სარწმუნოება – ეს არ არის აკრძალვების სისტემა. ეს არის გზა ადამიანის გარდაქმნისკენ.

ეფრემ ასური: მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს მთავარი შეკითხვა იქნება: როგორ ვექცეოდით ერთმანეთს.

ტვენი: ადამიანებს, რომელთაც ყველა წვრილმანი გულთან ახლოს მიაქვთ, ყველაზე მეტად შეუძლიათ გულწრფელი სიყვარული.

ვოვენარგი: სხვას აზრს ვერ შევაცვლევინებთ, თუკი თავად არ ვართ მზად, საკუთარი მოსაზრება შევცვალოთ.

ვაშინგტონი: ბრწყინვალე გონების ადამიანებს მიზნები აქვთ, სხვებს – სურვილები.

ბაფეტი: დღეს ჩრდილში ვიღაც იმიტომ ზის, რომ დიდი ხნის წინ ვიღაც სხვამ ხე დარგო.

ჟვანეცკი: ყოველი გაბრაზებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელიც აზრზე არ არის, რა დააშავა.

ოლდერტონი: თითქმის ყველაფერი, რაც სიყვარულზე ვიცი, ვისწავლე ქალებთან ხანგრძლივი მეგობრობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა