ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.10

ბერნე: ადამიანმა, რომელიც დიპლომატობას აპირებს, უნდა ისწავლოს სამი რამ: უცხო ენაზე ლაპარაკი, ტყუილის თქმა და დუმილი.
ტოლსტოი: ხშირად ჩვენი კარგი თვისებები ცხოვრებაში უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ცუდი.
შოუ: თუ თქვენ მოსწონხართ ადამიანებს, ესე იგი კარგი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუ ისინი ვერ გიტანენ, უკეთესი ხართ.
ბუასტი: სანამ რამეს იტყოდე, შეჩერდი და დაფიქრდი, რას იგრძნობდი, იგივე რომ სხვას ეთქვა შენთვის.
ჩესტერფილი: ჩემი საუკეთესო მასწავლებელი ჩემი შეცდომებია.
ჯეიმსი: ღმერთს შეუძლია, ჩვენი ცოდვები გვაპატიოს, მაგრამ ნერვული სისტემა არასდროს გვაპატიებს.
მანდელა: სიდებილის განმარტება: იცოდე სიმართლე, ხედავდე სიმართლეს, მაგრამ მაინც გჯეროდეს ტყუილების.
ავრელიუსი: უბედურება, თუმცა კი მწარე, მაგრამ განმკურნებელი წამალია ჩვენი სულიერი სიმართლისთვის.
ფორდი: ეცადე, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი შენ არ იყო და თუ მაინც ასე მოხდა, ჩემი რჩევაა უფრო ჭკვიანი ადამიანები მოიწვიო ან სხვა ოთახი მოძებნო.
იოანე ოქროპირი: ერთ რამეს ერიდე და გეშინოდეს ყველაზე მეტად – ცოდვისა! მწუხარება, დარდი – ეს სულიერი მკურნალობაა.
ეფრემ ასური: უსაზღვრო სურვილებით აღსავსე ადამიანი ღატაკია სიმდიდრეშიც კი, ზომიერი ადამიანი კი მცირედითაც მდიდარია.
წმიდა ანტონ დიდი: მთელი ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება, რაც ჯერ კიდევ არ არის და რაც უკვე აღარ არის, ანუ სურვილებისა და იმედგაცრუებებისგან:.
შექსპირი: სამყარო მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის.
არისტოტელე: არსად იმდენი შური, ორმხრივი შუღლი, სიძულვილი, გაუტანლობა და ერთობის ნაკლებობა არ არის, როგორც მონებში.
ვოლტერი: არასწორი ადამიანები გვიტარებენ სწორ გაკვეთილებს ცხოვრებაში.
კისინჯერი: ბრილიანტი ნახშირის ნატეხია, რომელმაც წნეხს გაუძლო.
ბუკოვსკი: და მაინც ქალი, კარგი ქალი ძალიან მაშინებს, რადგან ის სულს ითხოვს.
უაილდი: ყოველი დიდი ქალის უკან, კიდევ ერთი დიდი ქალი დგას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან