ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.10

ბუკოვსკი: ეგუებოდე ყველაფერს ისე, როგორც არის, ეს მონობის სიბრძნეა.
რაფაელი: უმჯობესია, კაცმა არ იცოდეს, ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.
ფრიდრიხ პერსი: თვით ძალასაც კი არა აქვს ის ძლიერება, რაც სიმშვიდეს.
ფოიერბახი: სარწმუნოებისთვის მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი, რაც წმიდაა. ფილოსოფიისთვის ის არის წმიდა, რაც ჭეშმარიტებაა.
ტოლსტოი: ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.
ნიცშე: ცხოვრება კარგია, მხოლოდ არა ის, რომელიც ვიცით, არამედ ის, რომელიც არ ვიცით, არა წარსული, არამედ ის, რომელიც მომავალ არს.
ნელსონი: როგორც კი უარყოფით ფიქრებს დადებითით ჩაანაცვლებ, პოზიტიურ შედეგებს დაინახავ.
ფორდი: საკუთარი ხელით დაჩეხილი შეშა ორჯერ ძლიერ გაგათბობს.
ჰემინგუეი: მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ყველას სჯობდე, არამედ გახდე უკეთესი, ვიდრე იყავი.
იოანე ოქროპირი: ვიყოთ მიუკერძოებელი საკუთარი თავის მიმართ, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს.
ტიხონ ზადონელი: ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას.
ისააკ ასური: ცხოვრება უსიტყვოდაც მოძღვრავს, სიტყვა კი, ცხოვრების გარეშე, მიუხედავად იმისა, რაოდენ ძლიერად და ბრწყინვალედაც არ უნდა იყოს გადმოცემული, მსმენელს მხოლოდ ამძიმებს.
ბესიკ ხარანაული: ზოგიერთი ნაკლი ნიჭის საწინდარია, ზოგიერთი მარცხი – გამარჯვებისა. ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.
პეტერსონი: საუკეთესო გზა საიმისოდ, რომ გავიგოთ, რა გვჭირდება სინამდვილეში, არის იმისგან გათავისუფლება, რაც არ გვჭირდება.
ჩესტერფილდი: პესიმისტი შესაძლებლობებიდან სირთულეებს ქმნის, ოპტიმისტი კი სირთულეებს შესაძლებლობებად აქცევს.
ტომ ჰარდი: წესიერი ქალი არის ის, ვისაც არ სურს ერთ მამაკაცზე მეტი გააუბედუროს.
რუსო: ცოლი მენახშირისა უფრო პატივსაცემია, ვიდრე თავადის ხასა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან