ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.09

ჯიდუ კრიშნამურტი: ბედნიერია ის, ვისაც ღალატში სიყვარული უშლის ხელს და არა მორალი.
ჰიუგო: მდიდრების სამოთხე ღარიბების ჯოჯოხეთიდანაა შექმნილი.
ედმუნდ ბერკი: არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.
ოტია: ყველაზე უბედური ადამიანი მაშინ არის, როცა სხვის დასანახავად ბედნიერებას თამაშობს.
აკუტაგავა: ხათრი მონობის ერთ-ერთი ფორმაა.
ვოვენარგი: ხანდახან ცხოვრებაში უნდა იტანჯო, არა იმიტომ, რომ ცუდი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხვდები, სად და როდის შეწყვიტო, იყო კარგი.
ლეონარდო და ვინჩი: უბრალოება ყველაზე დიდი დახვეწილობაა.
ვოლტერი: არ გეშინოდეთ მტრების, რომლებიც თავს გესხმიან, გეშინოდეთ მეგობრების, რომლებიც გეპირფერებიან.
მონტენი: რატომღაც, მარტოობის დროს, იმდენ სიმართლეს პოულობს ადამიანი, სასარგებლოც კი ხდება სევდიანი დღეები.
ამბა ისაია: ცელქი შესაძლოა, ბოროტმოქმედად იქცეს, ხუმარა კი – ღვთისმგმობელად.
იოანე ოქროპირი: ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ასევე, ბოროტებაც ბოროტებით კი არ მარცხდება, არამედ სიკეთით, არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით.
ნილოს სინელი: როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
თომას ლეროი: ყველაზე მძიმე ტვირთი საკუთარ თავში არსებული ფიქრებია.
ჩესტერფილდი: შენ იქნები ცუდი ყველასთვის, ვისაც შენი მართვა არ გამოსდის.
ტონი მორისონი: არ შეიძლება, ცუდად მოექცე ვინმეს და ელოდო, რომ გაიმარჯვებ.
ჟვანეცკი: ქალი გენიალური არსებაა – მას შეუძლია, ელოდოს ზარს იმისთვის, რომ არ უპასუხოს.
კოელიო: ჭკვიანი ქალი აბედნიერებს მამაკაცს და ამით თავად ხდება ბედნიერი, სულელი კი ბედნიერებას აღმა-დაღმა დაეძებს და ასე შორდება მიზანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან