ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№32

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.08

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ფრანსი: სახელმწიფოს ყვირილით კი არა, რკინითა და კანონით აარსებენ.

ბოტკოვსკი: მასა გულს მირევს არა იმიტომ, რომ ის ფესვებიდანვე სულელია, არამედ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოაქვს თავისი სისულელე.

შრი ჩიმნოი: როცა ვინმეს პატიობ, საკუთარ სულს ათავისუფლებ ბრაზის მძიმე აჩრდილისგან.

ოზი ოსბორნი: იმ წამსვე, როცა იფიქრებ, რომ ვინმეზე უკეთესი ხარ, შენ უკვე დამარცხდი.

ჰიუგო: ვაი მას, ვისაც მხოლოდ სხეული, ფორმები უყვარს... დრო მას ყველაფერს წაართმევს! ისწავლეთ სულის სიყვარული და მას ხელახლა იპოვით.

ბულგაკოვი: ენას შეუძლია, სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს.

თეკერეი: დედა – ეს გახლავთ ღმერთის სახელი შვილების გულებში.

ფრიდა კალო: შეიყვარეთ საკუთარი თავი, შემდეგ – სიცოცხლე და მხოლოდ ამის შემდეგ – ის, ვინც გსურთ.

ისააკ ასური: რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან – საკუთარი გონებით.

ნილოს სინელი: გეშინოდეთ ვინმეს განკითხვის გულშიც კი და არა მხოლოდ – აშკარად.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: თვალხილული ბრმაა ის, ვინც ვერ ხედავს, რამდენად დამღუპველია მისი ცოდვა.

ეზოპე: თუ ადამიანი მხოლოდ მაშინაა კეთილი, როცა მას სხვები უყურებენ – ეს მხოლოდ როლია და არა კეთილშობილი ბუნება.

განდი: სულელისთვის რჩევის მიცემას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ის ბრაზდება.

შექსპირი: სხვათა ცოდვებზე ლაპარაკი ძალიან ადვილია, დაიწყეთ საკუთარ ცოდვებზე ფიქრი და სხვებისთვის დრო არ დაგრჩებათ.

ჩესტერფილდი: ცოლი ერთადერთი უცხო ადამიანია, რომელსაც უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. დედას უყვარხარ იმიტომ, რომ შვილი ხარ, დას – იმიტომ, რომ ძმა ხარ, შვილებს – იმიტომ, რომ მამა ხარ. ამიტომ ცოლის სიყვარული დააფასე. ის სულ სხვა დონეზე დგას.

ბუასტი: ქალი ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ ყველამ მას შეხედოს და ის მხოლოდ შენ გიყურებდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა