ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.08

ვოვენარგი: სიცრუეს შეუძლია, ერთი პარტია მოიგოს, მაგრამ თამაშს იგებს სიმართლე.
სამუელ ჯონსონი: მადლიერება ადამიანის მორალური განვითარების მაღალი დონის შედეგია, მას ვერ მონახავთ უზრდელ ადამიანებში.
თაგორი: გენდობა ის, ვინც თვითონაა ნდობის ღირსი.
ფროიდი: თქვენი ცხოვრებიდან მავნე ადამიანების გამორიცხვა არ ნიშნავს მათ სიძულვილს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას.
ჩესტერფილდი: მიეცით ბავშვს საქმე, ისე, რომ ეს თამაში ეგონოს და თქვენ იხილავთ გულმოდგინედ შესრულებული საქმის შედეგს.
მონტენი: ზოგჯერ რაც უფრო ახლოს გაიცნობ ადამიანს, მით უფრო შორს გინდა მისგან ყოფნა.
პრინცესა დიანა: გინდა, იყო ძლიერი, მაშინ იყავი გულწრფელი.
ჩეხოვი: სულელებს სწავლება უყვარს, ჭკვიანებს – სწავლა.
ტოლსტოი: ნუ მელაპარაკები ზედმეტად ღმერთზე. ნება მომეცი, ღმერთი შენს ქმედებებში დავინახო.
ილია მეორე: მტერს პატიება უნდა დაანახვო, მეგობარს – გული, შვილს – კარგი მაგალითი, მამას – პატივისცემა, დედას – შენი საამაყო ქცევა, საკუთარ თავს – შენივე ღირსება, ყველა სხვას – გულმოწყალება.
ტიხონ ზადონელი: ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს.
იოანე ოქროპირი: საკუთარი უსამართლობით ღვთის სამართლიან რისხვას ნუ მოვიწევთ თავზე.
ნიცშე: სანამ გაქებენ, საკუთარ გზაზე კი არა, იმ გზაზე დგახარ, რომელიც სხვებისთვისაა ხელსაყრელი.
ჩერჩილი: ომი, რომელსაც მარტო მოიგებ, არ იზეიმო სხვებთან ერთად.
იუნგი: სადაც სიყვარული მეფობს, იქ ძალაუფლების წყურვილი არ არის და სადაც ძალაუფლება ბატონობს, იქ სიყვარული აღარ არსებობს. ერთი მეორის აჩრდილია.
კოელიო: ქალი წიგნია და თუ თქვენ მას ვერ იგებთ, ის თქვენთვის არ დაწერილა.
შანელი: კაცები რომ იბუტებიან, მაგ დროს მინდა, ჩემი გარდერობიდან რომელიმე კაბა ვაჩუქო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან