ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 18:02 13.07

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ლინკოლნი: ცხვარსა და მგელს განსხვავებულად ესმის „თავისუფლება“. სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

რემარკი: ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველას, ვინც იმიტომ გარბის, რომ ჰგონია, გამოეკიდებიან.

მიხეილ ჯავახიშვილი: შეუგნებელთან პურის ჭამას შეგნებულთან ომი გერჩივნოს.

ჰიუგო: ორმოცი – ეს ახალგაზრდობის სიბერეა. ორმოცაათი – სიბერის ახალგაზრდობა.

კურანაგი: ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ცხოვრებაში ვუშვებთ, ისაა, რომ ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს დრო.

ვოლტერი: ცხოვრება ბუმერანგია, რასაც გაგზავნი, დაგიბრუნდება; რასაც გასცემ, იმას მიიღებ; რასაც სხვებში ხედავ, ის შენში არსებობს.

იუნგი: ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც შეიძლება, ბავშვს დააწვეს, არის მშობლების შეუმდგარი ცხოვრება.

სენტ-ეგზიუპერი: ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე.

ტიხონ ზადონელი: ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის. თუ გესლს გველივით ქვაზე ტოვებ, რომ იქიდან გამოსულმა უკან ჩაისხა.

ამბა პიმენი: რაც უფრო წყნარია მორევი, მით უფრო პროფესიონალურები არიან ეშმაკები მასში.

იოანე ოქროპირი: შენი მტერი შენი ექიმია.

მონტენი: ბედნიერმა არ იხმაურო, თორემ არ შეგარგებენ.

ჩესტერფილდი: ერთხელ ბრძენს ჰკითხეს, რატომ არის ზეცა სუფთა? – იმიტომ რომ იქ ადამიანი არ ცხოვრობსო.

რუსო: ღალატი შეცდომა არ არის. ის არჩევანია. ერთგულება არჩევანი არ არის, ის პასუხისმგებლობაა.

მოემი: როდესაც ვიღაც გადმოკვეთს შენს საზღვარს, ნუ შეცვლი საზღვარს, გაზარდე დისტანცია.

ჩელენტანო: ქალებს არ ვენდობი, ეშმაკები არიან – ფრჩხილებს იწებებენ, წარბებს იხატავენ.

დოსტოევსკი: ყველა ქალი ერთნაირია, გარდა იმ ქალისა, რომელიც წიგნებთან მეგობრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა